კობა კობალაძემ პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კობა კობალაძემ, სტუმარს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული, მაღალი რანგის შეხვედრების შესახებ ესაუბრა; მან კიდევ ერთხელ გამოხატა […]

ირაკლი კობახიძე კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან […]

პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან ერთად, სტადიონიდან უგულშემატკივრებს. „მინდა, გამარჯვებები და წარმატებები […]

“ოცნება იძულებული გახდება თავისი “ფალავანი გამოაგოროს” – ხუხაშვილი

მთავარი პოლიტ-ტექნოლოგიური ამოცანაა, არჩევნების დღემდე ისე მივიდეთ, რომ არჩევანი ოპოზიციასთან ასოცირებულ დასავლურ ვექტორსა და ხელისუფლებასთან ასოცირებულ რუსულ ვექტორს შორის სრულიად აშკარად და მკვეთრად იქნას გამოხატული. ამ საქმეს უაღრესად წაადგება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია ახლავე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას, რომელიც ვინმეს მოსწონს, თუ არა, იქცა დასავლურ გზაზე ქვეყნის […]

“ცუდი ამბავი ქოცებისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

რუბრიკიდან ცუდი ამბავი ქოცებისთვის: პანიკაშია ბ–ნი ბიძინა, ადრეც ხომ გითხარით, მოგატყუათთქო, ვერაფერს ვერ გამოივაჭრებს, არავინ არ ევაჭრება. ახლა ცდილობს ვინმე რამე ვაჭრობაზე წამოიყვანოს და ის ჩიჩილაკი გადაისროლა “ომის პარტიის ბუნაგში“, უნდა გაარკვიოს, რამე შანსი თუ აქვს. იმ ჩიჩილაკს სავარაუდოდ სამ ასოზე გაუშვებენ. ოღონდ, თქვენთვის კი არ ცდილობს რამე ივაჭროს, საკუთარი თავისთვის, პირადი გადარჩენისთვის. ძალაუფლების გადარჩენამ […]

ზაურ მუშკუდიანმა პარაცურვაში გამართულ მსოფლიო სერიის თასზე მეხუთე ადგილი დაიკავა

საფრანგეთში, ქალაქ ლიმოჯეში, პარაცურვაში გამართულ მსოფლიო სერიის თასზე, ქართველი პარამოცურავის ზაურ მუშკუდიანის დებიუტი შედგა. აღნიშნულ ტურნირზე მიღწეული შედეგით, ზაურ მუშკუდიანი ერთ-ერთ პერსპექტიულ პარამოცურავედ მოიაზრება, რომელმაც საფრანგეთის მსოფლიო სერიის თასზე, 50მ. კროლით ცურვაში 393 ქულა დააფიქსირა. ტურნირის 16 მონაწილეს შორის მან მეხუთე ადგილი დაიკავა.

იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ხელნაწერი საქართველოში ბრუნდება

იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ხელნაწერი, რომელიც მის მიერვე არის აკინძული, საქართველოში ბრუნდება. კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5 – მე-7 საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ. წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ის ღირსეულ ადგილს […]

ინვესტორებს შეუსრულებელი საპრივატიზაციო ვალდებულებების გამო $130 მლნ-ზე მეტი ჯარიმები გადაუხდელი აქვთ

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო 130 მილიონი დოლარისა და 77 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა. ინვესტორებს ჯარიმები შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო დაეკისრათ, საუბარია პრივატიზაციის პროცესში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც კონკრეტულ ჯარიმებსა და საურავებს ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს ქონებას ყიდის. ხშირ […]

გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია – 2023 წელს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, პასუხისგებაში 72 პირი მიეცა

გასულ წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო, ხოლო ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. […]

ალექსი ბატიაშვილი – გამოვლენილია ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში, მაგრამ მთავარი ამოცანა ჯაშუშების დაკავება არ არის – სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ

რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში – სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ჯაშუშების დაკავება სახელმწიფოს ამოცანა არ არის. “კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი […]