გიორგი ამილახვარი – ახალი არაა რა ზეწოლა ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს

ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სკოლის დირექტორები სამეურვეო საბჭომ თავად აირჩია და დასძინა, რომ „რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უკანასკნელი ერთი საათის განმავლობაში ლიბანიდან გალილეისა და გოლანის მაღლობის მიმართულებით 40-მდე რაკეტა და 5 „საეჭვო საჰაერო ობიექტი“ გაუშვეს, რომელთაგან ისრაელის თავდაცვის სისტემამ 3 გაანადგურა. ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი […]

განათლების მინისტრი – 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2026 წლის სექტემბერში, ყველა კლასის მოსწავლეს, ყველა სახელმძღვანელო ექნება ახალი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მინისტრის თქმით, 2026 წლის სექტემბრისთვის მოხდება ყველა სასკოლო სტანდარტის განახლება. „სასკოლო სტანდარტების გადამუშავება უკვე ფინიშისკენ მიდის, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი. […]

გიორგი ამილახვარი – ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს

ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო სისტემაში დანერგვას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. „ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური […]

შალვა პაპუაშვილი – ის ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ ეს შეკვეთა გარედან მიიღეს – ანტიჩინური კამპანიისთვის ფული გარედან იხარჯება

შეიძლება ვიღაცა ვერც აცნობიერებს, თუ რა ანტიქართულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით მტრული განცხადებები ისმის ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიცია და ,,ენჯეობის’’ ნაწილი ჩინეთს აცხადებს მტრად და ეს კამპანია გარედან ფინანსდება. ,,ჩვენ ვნახეთ რომ იყო წერილი, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრებმა […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 21-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები […]

9 აპრილის ქუჩაზე, ერთი თვით მოძრაობა სრულად შეიზღუდება – მერია

9 აპრილის ქუჩაზე, რეაბილიტაციის გამო, ერთი თვით მოძრაობა სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას მერია აქვეყნებს: ,,მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩაზე, პავლე ინგოროყვას ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ივნისის 00:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალება პარკირება და […]

ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა

ეს ხალხი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ჩინეთს, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია, მტრად აცხადებს იმიტომ, რომ გარედან მიიღეს ეს შეკვეთა “შეიძლება ვიღაცა ვერც აცნობიერებს, თუ რა ანტიქართულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩინეთთან დაკავშირებით მტრული განცხადებები ისმის ოპოზიციის და ზოგიერთი ,,ენჯეოს’’ მხრიდან,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 21-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის […]

ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე

ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსად წოდებული სუბიექტები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ თუ რა სახის სტრუქტურებზე და ადამიანებზე დგას სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მის უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ასეთი სუბიექტების რიცხვს მიეკუთვნება თითქმის ყველა პარტიაში ნამყოფი და გამოქცეული, ავანტიურისტი გუბაზ სანიკიძე, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, გუბაზ სანიკიძის განცხადების საპასუხოდ, რომელიც […]