ზურაბიშვილი ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენს და მედალს გადასცემს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დაჯილდოების ღონისძიება სექტემბერში შედგება. „არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების […]

ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების აქტი 23 მაისს გამოსცა – ჯილდო კი მათ სექტემბრის დასაწყისში, ორბელიანების სასახლეში გადაეცემათ. “დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე […]

სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება. როგორც მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიული პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება. „ჩვენი პროფესიული პოლიტიკის ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლების აღქმა და პრესტიჟი გაგვეზარდა. ვინაიდან ტერიტორიული გადაადგილება ამ ასაკის […]

უკრაინის მშვიდობის სამიტს ირაკლი კობახიძე არ დაესწრება – მოწვევა მიიღო პრეზიდენტმა

შვეიცარიაში 15-16 ივნისს უკრაინის გლობალური მშვიდობის სამიტი გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ დაესწრება. ინფორმაცია ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, მიიღო თუ არა პრემიერმა მოწვევა. ფორმულას ინფორმაციით, სამიტზე მიწვევა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო და ის სამიტს დაესწრება. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი შვეიცარიაში ამჯერადაც მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრება. გლობალური მშვიდობის სამიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო […]

კახა კალაძე – ჩვენი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს

სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, როდესაც ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ. „სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან […]

საქართველოსა და ომანს შორის რეგულარული ფრენები დაიწყება

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის თქმით, საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის შეთანხმება მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენციის“) ძირითად პრინციპებს. „შეთანხმების პროექტით რეგულირდება ფრენის უსაფრთხოება და […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ფეხბურთელების დაჯილდოების განკარგულებები მაისში გამოვეცით, ცერემონია სექტემბერში გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეზინფორმაციას უწოდებს სახელისუფლებო რიტორიკას, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 23 მაისს გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები, დაჯილდოების ცერემონია კი საქართველოში სექტემბერში გაიმართება. „მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, […]

რუსეთის ცენტრალური ბანკი: ბაზარზე იუანი-რუბლის კურსი საორიენტაციო გახდება

მანამ, სანამ აშშ-ს მიერ მოსკოვის ბირჟის დაფინანსების შედეგები ცნობილი გახდებოდა, რუსეთის ცენტრალურ ბანკში თქვეს, რომ იუანი-რუბლის გაცვლითი კურსი ყველა სხვა სავალუტო წყვილის ტრაექტორიას დაადგენს და ბაზრის მონაწილეებისთვის ორიენტირი გახდება. “ბოლო ორ წელში აშშ დოლარისა და ევროს როლი რუსულ ბაზარზე მუდმივად მცირდებოდა. ეს არის სავაჭრო ნაკადების აღმოსავლეთით გადამისამართებისა და ანგარიშწორების ვალუტის რუბლით, იუანითა და სხვა მეგობრული […]

გერმანია თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო გაწვევის ახალ სისტემას დანერგავს

12 ივნისს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რუსეთთან რეგიონული დაძაბულობის ფონზე გერმანიის თავდაცვის გასაძლიერებლად მოხალისეებზე ფოკუსირებული შერჩევითი სამხედრო გაწვევის ინიციატივა წარადგინა. დაახლოებით 13 წლის შემდეგ, რაც გერმანიაში მასობრივი სავალდებულო გაწვევა შეწყდა, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ოთხშაბათს პირველად განაცხადა, რომ ყველა მამაკაცი 18 წლიდან ვალდებული იქნება შეავსოს სამხედრო კითხვარი, რათა შეფასდეს მათი მზაობა სამხედრო სამსახურისთვის. ქალებისთვის […]

1-ელი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც მინისტრმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის […]