გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 16:00 […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებას უმასპინძლებს

14 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებას უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, „საბჭოთა მეხსიერება“ არის სხვადასხვა პროექტისაგან შემდგარი ინიციატივა, რომლის მიზანია საზოგადოებას მოუთხროს აქამდე უცნობი ქართული ისტორიები, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და ხელი შეუწყოს რეპრესიების ისტორიის დოკუმენტირებას. „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად […]
ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის განათლება, დაგეგმილი ძირეული რეფორმა ბევრი მიმართულებით. ხარისხიანი განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის

ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის განათლება, დაგეგმილი ძირეული რეფორმა ბევრი მიმართულებით. ხარისხიანი განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის და ახალგაზრდისთვის თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ბოჟაძის თქმით, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის განათლება, დაგეგმილი ძირეული რეფორმა ბევრი მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ […]
ფაშინიანი: სანამ ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება, ბელარუსში არ ჩავალ

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სანამ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ხელისუფლებაში იქნება, ის და სხვა სომეხი ოფიციალური პირები ბელარუსში აღარ ჩავლენ. ამის შესახებ მან სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნის [ბელარუსი] ლიდერი აცხადებს, რომ ყარაბაღში ომს ხელს უწყობდა და აზერბაიჯანის გამარჯვება სურდა, მასთან განსახილველიც აღარაფერია. “ორგანიზაციის ერთ-ერთი […]
ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 13 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.29 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.57 თეთრით. 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8693 ლარია, ერთი ევროსი – 3.0991 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.16 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი – 3.11 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა შეიყვანა. დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში არსებულ შესაბამის ინფორმაციაზე ყურადღება გამოცემა “მედიაზონამ” გაამახვილა. ძებნილთა სიის მიხედვით, ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრულია, თუმცა დაზუსტებული არ არის, თუ რომელი მუხლით. ლაზარევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული. 2022 წლის ივლისში ლაზარევა რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოელი აგენტების”რეესტრში […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8693 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0991 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0834 ლარს შეადგენდა. […]
339-მა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია – გიორგი ამილახვარი

2023 წელს განახლებული რეგულაციებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედებიდან ადმინისტრაციულ წარმოებაში პირველად ჩაერთო საჯარო სკოლების პირველი ნაკადი, კერძოდ 339-მა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „პროცესი გრძელდება. მიმდინარე წელსაც საჯარო სკოლების მორიგი ნაკადისთვის შესაბამისი მხარდამჭერი აქტივობები მიმდინარეობს და ეს სკოლები 2024 წელს გაივლიან ავტორიზაციას. 2024 […]
2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 413.6 მლნ ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია – IDFI

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 413.6 მლნ ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე, დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები არ ფარავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, სახელმწიფო შპს-ებს და ა(ა)იპ-ებს.
მინისტრი – რამდენიმე წელი ეროვნული გამოცდები უნდა გავაგრძელოთ იმ სტილით, როგორიც არის და არაფერი ამას არ ემუქრება – პარალელურად ვმუშაობთ სასკოლო შეფასებაზე, რომლის პილოტსაც დავიწყებთ, ეს სავალდებულო არ იქნება

ე.წ. კატის გაუქმებით სკოლებში არანაირი განმსაზღვრელი შეფასება არ გვაქვს, რამაც სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური ეფექტი მოუტანა სკოლას. ის ფორმალური გახდა – პერიოდულად, თუნდაც სადიაგნოსტიკოდ და არა სავალდებულოდ გაიზომოს ბავშვის შეფასება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით – დავიწყეთ საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკაზე მუშაობა, ეს იქნება გამოცდა დაწყებითის, საბაზოს და მე-12 კლასის ბოლოს საგნობრივი ჯგუფების მიხევდით, – ამის შესახებ განათლებისა და […]