საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების […]

თინა ბოკუჩავა – შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მოხარულია , რომ მოხარული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ქვეყნის ინტერესი. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ვენეციაში „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმზე“ მოხსენებებით წარსდგა

ვენეციაში, ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სიმპოზიუმი“ (“Privacy Symposium 2024”) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა მოხსენებები წარადგინა კონფერენციის ორ პანელურ სესიაზე: „საერთაშორისო თანამშრომლობას მონაცემთა დაცვის, პოლიტიკისა და შესაბამისობის კვლევისთვის“ და „ევროპულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას ევროკავშირის ფარგლებს მიღმა“. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური […]

თსუ-ში საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კვლევების ინტერნაციონალიზაციაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო მიღწევებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე პანელური დისკუსია გაიმართა. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე საერთაშორისო პროექტებში მონაწილე თსუ-ს მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად მიმოიხილეს ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, აქტუალური სამეცნიერო თემატიკა და შეაფასეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები. თსუ-ს რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილის თქმით, ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო […]

GINO Holding-ი ბაკურიანში თერმულ სასტუმროს აშენებს, ინვესტიცია – €5 მლნ

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის ინვესტიციით ბაკურიანში თერმული სასტუმრო Gino Thermal Hotel-ი შენდება. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ევროა, საიდანც 1,5 მლნ უკვე ინვესტირებულია. „ბაკურიანში აკვაპარკისა და სასტუმრო კომპლექსის მოწყობას ვგეგმავდით, მაგრამ შემდეგ პროექტი შეიცვალა. ახლა ვაშენებთ 5-ვარსკვლავიან, ბუტიკური ტიპის სასტუმროს, რომლის მთავარი უპირატესობა იქნება […]

ივანიშვილის რეჟიმმა ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ორკები დაახვედრა

ვანო ჩხიკვაძეს, რომელმაც ჰელსინკის კომისიაზე, MEGOBARI აქტის წარდგენისას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, აეროპორტში სამთავრობო ორკები დაახვედრეს – ამ ფაქტზე ვიდეოს სამთავრობო ტელევიზია, TV იმედი ავრცელებს.

ქარტია ნაციონალური კლასტერია – ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი: პრაქტიკულად, ქარტიის ხელმოწერა ნიშნავდა, რომ ეს არის ერთი კლასტერის, პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება. იქნებიან ისინი ერთიან სიაში თუ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების სახით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ესრ ცვლის იმ რეალობას, რასაც ჰქვია ენმ-ს არსებობა. არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრობა, არსებობს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და არსებობს ის […]

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებზე მორგებულ არაერთ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი შშმ პირების ხელშეწყობაა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს დანერგა ახალი სოციალური სერვისი „თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისის საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილობა“. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შშმ პირებზე მორგებული სოციალური და ჯანდაცვის […]

თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში დასაქმების ფორუმი გაიმართა. თელავის მერის ინფორმაციით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა აქტიური ვაკანსიები. მათი ცნობით, ფორუმზე დასწრების და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. „14 ივნისი […]

ტიტე აროშიძე – ჩვენ მოვახერხეთ მომავალი წლის ბიუჯეტი ყოფილიყო მილიარდი ლარი – ეს ეკონომიკის გაძლიერება და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებია

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს წევრების შეფასებები მოისმინეს. აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ანგარიშს წარადგენს, რაც ასახავს ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ მიმდინარე და დაწყებულ საქმიანობას, […]