აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს – თორნიკე რიჟვაძემ 2023-2024 წლების ანგარიში წარმოადგინა და სოციალური, ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა. მომხსენებელმა თავისი გამოსვლა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო. აღნიშნა, რომ მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და […]

ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, „მაგთიკომი” ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია და ზღუდავს კონკურენციას – comcom

„კომპანია „მაგთიკომს” ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება.” – ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით. […]

Georgian Airways-ის ახალი „ბოინგ 767-300“-ის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი დაესწრო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის”-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300″ – ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ კუთხით ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების საფუძველზე დაინიცირდა. ასევე, განიხილეს მონიტორინგის სისტემა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში […]

საქართველოს ჩემპიონები გერმანიაში რობოტიკის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები CyberPhoenix-ი და Vekua 42 გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში, საქართველოს სახელით საასპარეზოდ გაემგზავრნენ. RoboCup Juniors-ი პრესტიჟული ღონისძიებაა, რომელიც რობოტების მოყვარულ ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან აერთიანებს. ჩემპიონატზე მონაწილეებს საშუალება აქვთ წარმოაჩინონ თავიანთი უნარები და მიღწევები რობოტიკაში კონტინენტურ დონეზე. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერების ტექნიკური კომპეტენციის, კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების პოპულარიზაციას და აღნიშვნას. ევროპის ჩემპიონატი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. […]

თინა ბოკუჩავა – დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან

დღეს, საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის მთავრობაა, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ ისინი დასანქცირებულიყვნენ აშშ-ის მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, აშშ-ის ელჩის საქართველოში, დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი შეფასებით, „საქართველოს ჰყავს ღიად პრორუსული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და ცდილობს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ევროატლანტიკური არჩევანი“. […]

თინა ბოკუჩავა – ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის

ქალი პარლამენტარები რეგიონებში შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვიხილავთ, თუ რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს ქვეყნისთვის. მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა, საკითხები, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას აჩვენონ საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის „ეგზისტენციალური“ მნიშვნელობისაა. „ეს […]

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-ამდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გარდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა, „იპოდრომზე, დაახლოებით, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც […]

კონგრესში საქართველოზე მომხსენებელს თბილისის აეროპორტში შეურაცხყოფის მიზნით დახვდნენ

პარტია “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა „პოსტივი“ ავრცელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ კადრებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ხვდებიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს, მოქალაქეები, ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” გადამღები ჯგუფები. მოქალაქეები ივანე ჩხიკვაძეს უწოდებდნენ “გამყიდველს”, “სახელმწიფოს მტერს”, “სერგო ორჯონიკიძესა” და “სოროსის ფულზე გაყიდულ აგენტს”, ჟურნალისტებმა კი ჰკითხეს: “ქვეყნის ინტერესების […]