ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში შეხვედრები გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში, სადაც მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკებს სიღრმისეულად ეცნობოდნენ, დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რაც მართლმსაჯულების ხარისხისა და მისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს. „დასრულდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის […]

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

15 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიმართება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია გახსნის. აუდიტორიას მიესალმებიან უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი და კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე. „კონფერენციაში მონაწილეობას 260-მდე მომხსენებელი იღებს როგორც […]

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ კლიმატს 32 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ორი წლის განმავლობაში, პლანეტაზე კლიმატს 32 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია GHG-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ომის დროს სათბურის გაზების გამოყოფის შესახებ. ანგარიშის თანახმად ომის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზები შეადგენდა 175 მილიონ ტონას ნახშირორჟანგის ეკვივალენტს (CO2e), მათ შორის მეთანს და ყველაზე ძლიერ სათბურის გაზს, გოგირდის ფტორიდს. ეს უფრო მეტია, […]

ეროვნული ბანკის ევრო 2024-ის მონეტა ოქროს და ვერცხლის იქნება

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება. მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების […]

„2-3 კვირის განმავლობაში ფასის ზრდა პროდუქტებზე შესამჩნევი გახდება“ – დისტრიბუტორთა ასოციაცია

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები გაიზრდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, მატება ყველა ტიპის პროდუქციას სავარაუდოდ 2-3-კვირიან პერიოდში შეეხება. „არა მხოლოდ კომპანიები, არამედ მთელი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე, მათ შორის ადგილობრივი მწარმოებელიც ნედლეულის კუთხით, შესაბამისად გამორიცხულია, რომ ლარის კურსი ცვლილება არ აისახოს იმ ფასზე, რა ფასიც […]

ინვესტირება საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში – რას გთავაზობთ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულება

ფასიან ქაღალდებში ინვესტირება მთელ მსოფლიოში კაპიტალის დაგროვებისა და ზრდის ერთ-ერთი მიღებული პრაქტიკაა. აქციების შეძენისას ადამიანები საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიების მეწილეები ხდებიან და მონაწილეობას იღებენ მათ წარმატებაში. საფონდო ბირჟებზე ინვესტირება საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, Galt & Taggart-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. კომპანია 25 წელზე მეტია, მომხმარებლებს წვდომას აძლევს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ბირჟებზე. ამ სტატიაში კი მის საბროკერო […]

პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 11-13 ივნისს გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 11-13 ივნისს გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. სესიის ფარგლებში შედგა გენერალური დებატები და კონფერენცია თემაზე: “შშმ პირები რისკის შემცველ […]

“მაშინ ამ კრწანისელ კაცს მითუმეტეს არაფერი ესაქმება ევროპაში…” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: თუ კრწანისელი კაცის ლოგიკით, გლდანელს კრწანისში არაფერი ესაქმება, მაშინ ამ კრწანისელ კაცს მითუმეტეს არაფერი ესაქმება ევროპაში… ცნობისთვის, დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, განაცხადა: “რა უნდა სანზონელი თუ გლდანელი კაცს, ღამის 12-ის ნახევარზე, კრწანისში სუპერმარკეტში რა უნდა?“

2024 წელს აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 36 მილიონამდე დაიხარჯება

აჭარაში 2024 წლის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 492 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 2024 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: · ყინულის არენა და საცურაო აუზი · ქობულეთის უნივერსალური სპორტული კომპლექსი · ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ,,მაჭახელას” საფეხბურთო სტადიონი · ქედის სასპორტო კომპლექსი […]

Tbilisi Pride: ამ ზაფხულს ფიზიკურ ღონისძიებებს არ გავმართავთ

Tbilisi Pride პრაიდის თვესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ისინი ზაფხულში ფიზიკურ ღონისძიებებს არ გამართავენ. გადაწყვეტილების მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათი გათვლებით, წინასაარჩვნო პერიოდი მთავრობის მიერ წახალისებული ფიზიკური ძალადობითა და ზიზღის შემცველი რიტორიკით იქნება სავსე. “ივნისში დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებში პრაიდის თვეს აღნიშნავენ. ეს თვე ქვიარ ადამიანების ღირსების, თანასწორობისა და ხილვადობის თვეა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე, […]