დაძაბულობა სომხეთსა და ბელარუსს შორის, მხარეებმა ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვიეს

სომხეთმა და ბელარუსმა მინსკსა და ერევანში მათი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ როგორც სომხური ასევე ბელარუსული მედია ავრცელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, სომხეთმა მათი ელჩი ბელარუსში ერევანში დაიბარა. მომხდარს წინ უძღოდა ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში, სადაც სომხეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩავა ბელარუსში, სანამ ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტია. თავის […]
ვოლსკი: არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი სამოქალაქო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის მიერ ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიასთვის “რუსი მონას” დაძახების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, “ფსიქოლოგიურმა შეტევამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ”. “რეალობა ის არის, რომ [სიძულვილის ენას] ერთი მხრიდან, რასაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, აქვს გეგმაზომიერი კამპანიური ხასიათი, რომელიც გარკვეულ სახელმძღვანელოებს ექვემდებარება, რომლის […]
ანა კაკაბაძე – თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი და მოვალეობაა

თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი და მოვალეობაა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ სხდომაზე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება და ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს. ,,თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, […]
სტოლტენბერგი ეხმაურება პუტინის განცხადებას უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა. ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. “და ეს არ არის უკრაინის შეთავაზება. […]
თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-ამდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გარდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა, „იპოდრომზე, დაახლოებით, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც […]
რა ღირს ეროვნული ნაკრების მაისური

ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა საფეხბურთო ატრიბუტიკაზე. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურის ღირებულება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში 200-დან 220 ლარამდე მერყეობს, საშინაო მაისური კი 60-იდან 200 ლარამდე. შედარებით იაფია გასული სეზონების სათამაშო და ოფიციალური ფორმები. საშუალოდ, 120 ლარამდე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში ოფიციალური […]
„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორს ირაკლი გილაურს პროკურატურაში თაღლითობისთვის უჩივიან

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორისა და პარტნიორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა კომპანიის ე.წ. ინვესტორისა და ამჟამინდელი წილის 70%-ის მფლობელი სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურისა და შპს საქართველოს განათლების ჯგუფის დირექტორის გიორგი კეთილაძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომელშიც ირაკლი გილაურსა და გიორგი კეთილაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მოტყუებით სხვისი ნივთის […]
“გაწყდა ხალხი! ნუ ხლართავთ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან!” – მოროშკინა “ოცნებას”

“ოცნება” ! საარჩევნო წელია, დაუშვით ამ ზაფხულს მორატორიუმი ყველანაირ გადასახადზე! გაწყდა ხალხი! მივმართავ მავანთ! ნუ ხლართავთ ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან! შეეშვით მცირე ბიზნესს, თორემ სიკეთით არ დამთავრდება!!! ამას იმისთვის ვწერ, ვინც უნდა წაიკითხოს!! მოგეხსენებათ რა მძიმე მეტეოროლოგიური პირობები გვაქვს ზაფხულში! სასტუმროები და რესტორნები ცარიელია! ჯერ მიტინგები, მერე წვიმები, მეწყერი, სეტყვა და ა.შ. არადა კოლექტივს უნდა […]
10 საკითხი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბებამდე

ენერგეტიკული გაერთიანებები, რომლებიც აერთიანებს რამდენიმე ათას მოქალაქეთა ინიციატივას ევროკავშირის მასშტაბით, ეწევიან მრავალფეროვან აქტივობებს, როგორიცაა ელექტროენერგიის და სითბოს გამომუშავება, მიკროქსელის ექსპლუატაცია და ენერგიის მიწოდება. აღნიშნული საკითხები ოფიციალურად იქნა აღიარებული და რეგულირდება ევროკავშირის „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის” პაკეტის (CEP) ფარგლებში, რომელიც ხაზს უსვამს მოქალაქეების და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებას ენერგეტიკულ ბაზრებზე. ამგვარი საკითხების საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნა ელექტროენერგიის […]
ირაკლი ქარქაშაძე – ქართული ავიაკომპანიისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი დიდი ზომის ე.წ. Wide Body საჰაერო ხომალდი ჰყავს

„ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ – ის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც 17 ივნისს, ქართველი ქომაგები გერმანიაში, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი” ქართული ავიაკომპანიებიდან პირველია, რომელმაც მსგავსი ბორტი საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 767-300“ გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით. ბორტის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი […]