ჯოზეფ ბორელი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე – აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს. „პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს […]

Tesla ევროპის რიგ ქვეყნებში Model 3-ის სედანზე ფასების ზრდას ელოდება

კომპანიის ვებსაიტის თანახმად, ამერიკული Tesla ივლისიდან ბიუჯეტურ Model 3-ის სედანზე, ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, ბელგიასა და უნგრეთში, ფასების გაზრდას ელოდება. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენთვის ეს მოთხოვნა გამოიწვევს 1 ივლისიდან Model 3-ის ავტომობილების ფასების ზრდას გამოიწვევს. ეს განპირობებულია ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილებისთვის ევროკავშირში იმპორტზე დამატებითი გადასახადების შემოღებით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიამ მომხმარებელს […]

2023 წელს 15 000-მდე მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა

2023 წელს იმ მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში შეწყვიტეს სწავლა 14 911-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, შარშან სწავლა 8 502- მა ბიჭმა და 6 409 გოგონამ შეწყვიტა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. ოფიციალური მონაცემებით 2021/2022 სასწავლო წელს აღნიშნული შემთხვევა, მხოლოდ 8 846 მოსწავლის […]

შვეიცარიის პრეზიდენტი – საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოამზადოს ნიადაგი უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

შვეიცარიის პრეზიდენტი, ვიოლა ამერდი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს რაღაც მომენტში მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს. შვეიცარიის პრეზიდენტმა ქალაქ ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება. შვეიცარიის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად […]

UAG სათავო ოფისში საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა

როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს? საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო. თეორიული სწავლების დროს, აეროპორტების გაერთიანების […]

“ვინ გაიტანს მეტს, რონალდო თუ კვარაცხელია?” – ჯანაშიამ ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ RB Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანო რონალდო თუ ხვიჩა კვარაცხელია. “ვინ გაიტანს უფრო მეტს? – მგონია, რომ რონალდო არა. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. ის უმცროსია და თანაც, ქართველია! რონალდო კი უკვე საკმაოდ ასაკშია. ახალგაზრდა ქართველი ბევრად უკეთესი იქნება, […]

შვედეთის შეიარაღებული ძალები – რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა თვითმფრინავმა ბალტიის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთით შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მას ორი შვედური გამანადგურებელი დახვდა, – ამის შესახებ შვედეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა განაცხადა. შვედეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ SU-24 ტიპის რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გაფრთხილება მისცეს, მაგრამ არ უპასუხა, რის შემდეგაც მასთან შესახვედრად Gripen-ის ტიპის ორი შვედური გამანადგურებელი გაგზავნეს. „რუსეთის ქმედებები მიუღებელია და ჩვენი ტერიტორიული […]

16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო).

მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მეთაურები შეიკრიბნენ უკრაინის გამო სამიტზე, რომელსაც პუტინის მოთხოვნებმა ჩრდილი მიაყენა

15 და 16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში იმართება შეხვედრა – სამიტი უკრაინაში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო. მასზე რუსეთის და ჩინეთის არყოფნამ სერიოზული გარღვევის შესაძლებლობა ერთობ შეამცირა. სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს მოუწოდა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანების სურვილზე და გადასცეს მოსკოვს ოთხი რეგიონი, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს. […]

CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიხსნა. როგორც „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა კახაბერ კორძაიამ აღნიშნა, კონფერენცია ტრადიციულ სახეს იძენს, სადაც მონაწილეობას 260-მდე მომხსენებელი იღებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების რაოდენობა, ვინც ხელმძღვანელობს სტუდენტების ნაშრომებს. „საოცარი პროგრესი განიცადა ამ კონფერენციამ. […]