“საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია”, – ზურაბიშვილი ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმარკი და ვიცეპრემიერი იულია სვირიდენკო […]
გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,73 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.73 მლნ ბარელით გაიზარდა და 459,855 მლნ ბარელი შეადგინა. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2.57 მლნ ბარელით და შეადგინა 240,921 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0.88 მლნ ბარელით და შეადგინა 123,456 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
დაუვიწყარი სიყვარული, ცხოვრების ტრაგედია და ეკრანებიდან გამქრალი თათა ვარდანაშილის ისტორია – Marao

ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ თათა ვარდანაშვილს სოფელში, მშობლიურ სახლში ესტუმრა. როგორც თათამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის აქ ცხოვრებას გეგმავს. როგორც დიზაინერმა თქვა ეს სახლი მისთვის ეკლესიაა. ინტერვიუს დროს თათა ვარდანაშვილმა ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა. „იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც ძალიან მიჭირდა, დამეხმარა ჩემი შვილის, დემეტრეს არსებობა ჩემს ცხოვრებაში. იმდენი ტრავმა გადავიტანე, რომ არ ვიცოდი ეს ენით აღუწერელი […]
ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები – ნინი ქარსელაძე სიახლეების მოლოდინში – Marao

ნინი ქარსელაძე ფოტოგრაფი დავით ბანცაძის გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს. ნინიმ, ფოტოებთან ერთად, სიახლეებიც დააანონსა, ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. […]
„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მეგზური ევროპაში“

„ლელო“ იწყებს კამპანიას – „მეგზური ევროპაში“, რომელიც საზოგადოებასთან პარტიის ლიდერთა პირდაპირ კომუნიკაციასა და ამ გზით „ლელოს“ პროგრამულ პრიორიტეტებსა და ხედვებზე ხალხის ინფორმირებას გულისხმობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს. პარტიის ცნობით, „ლელოს“ პირველი სივრცე დღეს თბილისი ცენტრალში გაიხსნა. „ვიყენებთ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხალხს გავაცნოთ ჩვენი საპროგრამო ხედვები, მათ შორის, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მომავალი. […]
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ეზიდთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ეზიდური თემის წარმომადგენლებს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის სტუმრობა საქართველოს ეზიდთა თემის დღესასწაულს უკავშირდება – ხვალ, საქართველოს ეზიდთა თემის თბილისის სალოცავის დღე, „ტავაფა ეზიდი” აღინიშნება, რომელსაც, ტრადიციულად, მრავალი სტუმარი ჰყავს. სააგენტოს ცნობით, ასეა ამჯერადაც და რელიგიის სააგენტოს ეწვივნენ: საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, […]
შვედეთის თქმით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

შვედეთის შეიარაღებული ძალების თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, SU-24-მა კუნძულ გოთლანდის აღმოსავლეთით მათი საჰაერო სივრცე დაარღვია. მათივე ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავის მიერ გამაფრთხილებელი შეტყობინების უპასუხოდ დატოვების შემდეგ, მისთვის გზის გადასაჭრელად გამანადგურებლები ააფრინეს. ინციდენტი დროში ემთხვევა ბალტიის ზღვაში მიმდინარე წვრთნებს, რომელშიც შვედეთიც იღებს მონაწილეობას. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას “მიუღებელი” უწოდა და თქვა, რომ […]
მეხუთე შვილის მოლოდინი და კადრები ამსტერდამიდან – ლელა კილაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს – Marao

მეხუთე შვილის მოლოდინი და კადრები ამსტერდამიდან – ლელა კილაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს – Marao ლელა კილაძე სულ ცოტა ხნის წინ 41 წლის გახდა. ფოტოს წვეულებიდან, სადაც ლელას ყოფილი ქმრები და ახლანდელი პარტნიორი ერთად იყვნენ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ კი ლელა კილაძის ფოტო მისმა მეგობარმა და ნათესავმა, მარი გოშხეთელიანმა გამოაქვეყნა. კადრებში […]
ევრო 2024-ის მატჩების განრიგი

გერმანიაში Euro 2024 დაიწყო. ჩემპიონატი გერმანია-შოტლანიის მატჩით გაიხსნა, რომელშიც გერმანიამ ანგარიშით 5:1 მოიგო. ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების სრული განრიგი ასეთია: მერვედფინალი 29 ივნისი. შაბათი 2A 20:00 2B 1A 23:00 2C 30 ივნისი, კვირა 1 C 20:00 3 D/E/F 1B 23:00 3 A/D/E/F 1 ივლისი, ორშაბათი 2D 20:00 2E 1F 23:00 3A/B/C 2 ივლისი, სამშაბათი 1E 20:00 […]
6 თვიანი პაუზის შემდეგ უელსის პრინცესა პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული, 15 ივნისს პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე. მან ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო მეფის, ჩარლზ III-ის დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილ ცერემონიალში და ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა. უელსის პრინცესას საჯარო ცხოვრებიდან გაუჩინარების მიზეზი მისი სამედიცინო დიაგნოზი იყო – 2024 წლის მარტში ცნობილი […]