„გილოცავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროინტეგრაციის გზაზე“ — სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს მიმართავს და ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი, მოლაპარაკებების ეტაპის დადგომას ულოცავს. მისალოც ტექსტს სალომე ზურაბიშვილი „X“-ზე აქვეყნებს. „უკრაინა და მოლდოვა, გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომას ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე შეუერთდება თქვენს რიგებს”, — წერს […]

ეს იქნება მათი გეოპოლიტიკური სიბრმავის მანიშნებელი – ოდიშარია EU-ს შესაძლო სანქციებზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია რუსული კანონის საპასუხოდ ევროკავშირის მიერ სანქციების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ოდიშარიას თქმით, ევროკავშირის მიერ სანქციების გამოყენება მათი “გეოპოლიტიკური სიბრმავის მანიშნებელი” იქნება. “რაც შეეხება სანქციებს, მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა, როდესაც კანონმდებელი, რომელიც არჩეულია მაღალი ლეგიტიმაციით და აქვს მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში, […]

Suzuki ტაილანდში ქარხანას 2025 წლის ბოლომდე დახურავს

იაპონური კორპორაცია Suzuki Motor ტაილანდში მანქანების წარმოებას შეწყვეტს და ქარხანას 2025 წლის ბოლომდე დახურავს. იაპონური ავტომობილების მწარმოებლები აზიის ბაზარზე ჩინურ კომპანიებთან კონკურენციაში არიან. როგორც სააგენტო Kyodo კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, Suzuki Motor გეგმავს ავტომობილების ქარხნის დახურვას რაიონგის რეგიონში. კომპანიამ დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადგინდა, რომ ტაილანდის ბაზარზე გაყიდვების საწყისი მოლოდინი არ შესრულდა. Suzuki […]

ვან დეიკი შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდეს

Marca-ს ინფორმაციით, “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდეს. ნიდერლანდელი უკანახაზელის სამსახურით კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრია” დაინტერესებული. საუდის არაბეთის კლუბის მიერ შეთავაზებული თანხა არ სახელდება, თუმცა იწერება, რომ დათანხმების შემთხვევაში, 32 წლის ფეხბურთელი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უკანახაზელი გახდება. შეგახსენებთ, რომ ვან დეიკს “ლივერპულთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.

UAG სათავო ოფისში საგანგებო ვითარების დროს უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა

როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს? საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ ისე, პრაქტიკულ ნაწილს. „შეხვედრის მიზანი, კომპანიაში დასაქმებულთათვის, საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მიწისძვრის, ხანძრისა და სხვა საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების […]

აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1.5 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები, USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით, უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ახალი დახმარების პაკეტის შესახებ, კამალა ჰარისმა უკრაინის პრეზიდენტს შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შეატყობინა. “USAID-სგან, ეს დახმარება მოიცავს 500 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას ენერგეტიკული დახმარებისთვის და 324 მილიონი აშშ დოლარის ადრე გამოცხადებული თანხების გადამისამართებას […]

„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ […]

რატომ ქრება პოსტები ფეისბუქიდან?

ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე Facebook პლატფორმაზე მრავალ მომხმარებელს პირადი კედლიდან და პროფილის ისტორიიდან გაუქრა გამოცემა მთის ამბებიდან გადაზიარებული ლინკები, ვიდეოები, პოსტები და მათზე დატოვებული კომენტარები. დღეს, 15 ივნისს, მთის ამბებმა აღნიშნულ პრობლემაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. გამოცემის თქმით, მთის ამბების Facebook გვერდიდან მასობრივად იშლება შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, კორუფციასა და […]

ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს შევახსენოთ ამერიკას ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, მონათმფლობელობის სამარცხვინო პერიოდი, ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიაში, ფაშისტური ორგანიზაცია წარსულში და ახლა BLM და ANTIFA

ჩვენ მეტი მორალური უფლება გვაქვს შევახსენოთ ამერიკას ადგილობრივი აბორიგენების გენოციდი, მონათმფლობელობის სამარცხვინო პერიოდი, ბირთვული იარაღის გამოყენება იაპონიაში, ფაშისტური ორგანიზაცია წარსულში და ახლა BLM და ANTIFA პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ბრალდებებს ეხმიანება. ანალისტიკოსის თქმით, ელჩის ბრალდება, თითქოს ქვეყანა საბჭოთა მეთოდებით ებრძვის დემოკრატიას – მიუღებელია. ქარველიშვილი განმარტავს, რომ საბჭოთა მეთოდები არის […]

სალომე ზურაბიშვილი – გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! – დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ […]