იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ ჩადიან და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ – მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირზე

“რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, სახელმწიფოს ეს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, ეს 80%-ზე როცა გვაქვს საუბარი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც, არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდა არის,” – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. როგორც მან ტელეკომპანია “იმედთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ორივე […]
ბიზნესს და ფულს არ უყვარს არასტაბილური გარემო” – გიორგი კალატოზიშვილი

ინვესტიციების შემოდინება-გადინების საკითხი არის პირდაპირპროპორციულად პოლიტიკურ კრიზისზე დამოკიდებული, – ამის შესახებ რეპუტაციის მართვის კომპანია “მაინდერის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი კალატოზიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
ის, რაც “ოცნებამ” დაიწყო ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება… არ ღირს ეს „ბესპრედელი“ – ლევან ყარალაშვილი

„ის, რაც დაიწყო [ოცნების] ხელისუფლებამ, ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება… არ ღირს ეს „ბესპრედელი“ – განაცხადა “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”. მისივე ცნობით, ის დაკავებული ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან, სახელმწიფომ მტრად შეიძინა, ამასთან მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც მათ გულშემატკივრობენ. „ის 400-500 ადამიანი, რომლებიც […]
ირლანდიაში ისრაელის საელჩო იხურება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ირლანდიის მთავრობის უკიდურესად ანტიისრაელური პოლიტიკის მოტივით, ირლანდიაში ისრაელის საელჩო იხურება. გიდეონ საარის თქმით, ანტისემიტური ქმედებები და რიტორიკა, რომელსაც ირლანდია ისრაელის წინააღმდეგ ახორციელებსა, ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმიზაციასა და ორმაგ სტანდარტებს. „ირლანდიამ ისრაელთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ისრაელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში რესურსებს პრიორიტეტების შესაბამისად ჩადეს. ეს ასევე გამომდინარეობს […]
შოლცის პარტიის საარჩევნო დაპირება შესაძლოა უკრაინისთვის შორი მანძილის „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმას მოიცავდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო დაპირება შესაძლოა, უკრაინისთვის შორი მანძილის „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმას მოიცავდეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამას გაეცნო. როგორც ირკვევა, შოლცის პარტია მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებას გონივრულად და ზომიერად, მაგრამ ისე, რომ გერმანია და ნატო ომის მხარედ არ იქცნენ. გერმანული მედია წერს, რომ […]
მივმართავ ახალგაზრდობას, ხელს გიწოდებ, გაანალიზე, ჩვენ ამის გვჯერა – ყაველაშვილი

“მივმართავ, ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემი შვილების თაობას და ჩემს თაობას… ხელს გიწოდებ, გაანალიზე, ჩვენ ამის გვჯერა. ჩვენ გვჯერა ქართველი ადამიანის, რომ ის დაფიქრდება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მაინც სიყვარული გაიმარჯვებს. აი, ეს ძალა აქვს სარწმუნოებას,” – ამბობს ტელეკომპანია “იმედთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილი. “რატომ გვიყვარს ჩვენ, ჩვენი საპატრიარქო და ჩვენი სარწმუნოება, ქრისტე და […]
ბოლო ათ წელში უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა, – ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise იუწყება. პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა. “თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოვა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, […]
გავრცელდა კურსკის მიმართულებით დაღუპული რუსეთის არმიის ათობით მებრძოლის ფოტო, მათ შორის არიან ჩრდილოეთ კორეელებიც-“სქემები”

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ “სქემების” ჟურნალისტებმა 15 დეკემბერს ფოტოები მოიპოვეს კურსკის მიმართულებაზე მყოფი სამხედრო წყაროებისგან. სურათებზე გამოსახულია რამდენიმე იერიშის შედეგი, განადგურებული ტექნიკა და დახოცილი მებრძოლები გვამები. სამხედროებს შორის არსებულმა წყაროებმა “სქემებს” უთხრეს, რომ დახოცილთა შორის არიან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის შერეული სამხედრო დანაყოფებში იბრძვიან. ამ ინფორმაციის დადასტურება ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი წყაროებისგან ვერ მოახერხეს. უკრაინის […]
ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები რუსთაველზე აქციას შეუერთდნენ

15 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები. „არჩევნები! არჩევნები“ – სკანდირებენ ისინი. „ვეტერინარები მოვითხოვთ ევროპულ მომავალს! არა ძალადობრივ რეჟიმს“, – წერია მათ მიტანილ ბანერებზე. რუსთაველის გამზირი დღეს მეთვრამეტედ გადაიკეტა – საღამოს შვიდი საათისთვის საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეწყდა. მანამდე აქციაზე მივიდნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები – […]
ტრამპი ღირებულებით ნაწილში მიყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით – ყაველაშვილი

დღეს ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, 20 იანვარს მისი ინაუგურაციაც შედგება. ადამიანი, რომელიც თითქოს ჩვენს ამ ღირებულებით ნაწილში როგორ მიყვება იმ ხაზს, რასაც ჩვენ ასე მტკიცედ ვიცავდით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ჰო? – ამის შესახებ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. “ამ ჩვენი ამ რადიკალური ფრთის იგნორირება ამ საკითხთან მიმართებაში და ქილიკი, რომ ვის აინტერესებს თითქოს, […]