ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ის, რაც "ოცნებამ" დაიწყო ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება... არ ღირს ეს „ბესპრედელი“ - ლევან ყარალაშვილი

ის, რაც "ოცნებამ" დაიწყო ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება... არ ღირს ეს „ბესპრედელი“ - ლევან ყარალაშვილი

„ის, რაც დაიწყო [ოცნების] ხელისუფლებამ, ყველა სექტორისთვის ძალიან ცუდად დასრულდება... არ ღირს ეს „ბესპრედელი“ - განაცხადა “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".
მისივე ცნობით, ის დაკავებული ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან, სახელმწიფომ მტრად შეიძინა, ამასთან მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც მათ გულშემატკივრობენ.
„ის 400-500 ადამიანი, რომლებიც არიან დაშავებული, დაკავებული ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე, განათლებული პიროვნებები არიან და ამ რეჟიმმა 500 მტერი შეიძინა. ამას დაამატე ამ ადამიანების ოჯახები და ის ადამიანები, რომლებიც ამას უყურებდნენ და მათ გულშემატკივრობდნენ. არ ღირს ეს „ბესპრედელი“, რომ გადაიზარდოს მიუქცევად პროცესში. უბრალოდ ქვეყანა დაგვრჩება ოხრად და ეს უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა ყარალაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.