საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში ზელენსკის შემდეგ ანჯეი დუდას და მაია სანდუსაც შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე შეხვედრები გამართა როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს. “საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა […]

ყაზახეთში ორგანული პროდუქტების შესახებ კანონი მიიღეს

ყაზახეთის რესპუბლიკის სენატის დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონი „ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის შესახებ“, რომელიც შემუშავებულია ორგანული პროდუქტების წარმოებისა და მიმოქცევის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით. როგორც ElDala.kz იუწყება, კანონი მიზნად ისახავს ორგანული პროდუქტების შიდა ბაზრის ფორმირებას და განვითარებას, საკვების ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებას ორგანული პროდუქტების წარმოებაში და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას უცხოურ ბაზრებზე. კანონი ითვალისწინებს ორგანული პროდუქტების წარმოებაზე გადასვლის […]

პრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი

ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, […]

“საგარეო ვექტორის ცვლილებით რისკები სახეზეა, მათი გამანეიტრალებელი ფაქტორი კი არ არსებობს” – დავით მაისურაძე

“ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის” დირექტორი, დავით მაისურაძე, “ანალიტიკას” ეთერში რუსული კანონის ეკონომიკურ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მაკროეკონომიკური ცვლადების სტაბილურობისა, არსებობენ ფაქტორები, რომლებზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად აისახა, რაც საბოლოოდ მაკროეკონომიკურ ნიშნულებზეც იქონიებს გავლენას. “ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ძალიან სტანდარტული ფრაზა ისმის ხოლმე, რომ “მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია, ძლიერია, კარგად გამოიყურება და არაფერი მოხდება”. მაგრამ […]

IDF: 15 ივნისის ღამეს ღაზის ჰუმანიტარული ზონიდან ისრაელისკენ რაკეტები გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 15 ივნისის ღამეს ღაზის სექტორის ჰუმანიტარული ზონიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. როგორც ცნობილია, ჰუმანიტარული ზონიდან სულ ხუთი რაკეტა გაუშვეს, აქედან ორმა ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვარი გადაკვეთა და კიბუც კისუფიმში ჩამოვარდა. დანარჩენი სამი რაკეტა ღაზის სექტორის ტერიტორიაზევე ჩამოვარდა. ჰამასმა დაადასტურა, რომ მათ 15 ივნისის ღამეს იერიში სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. ისრაელის […]

ზურაბიშვილი სანდუს: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. “დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე”. – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო).

ზურაბიშვილი ანდჟეი დუდას: მომავალი არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტი იქნება

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპისკენ მიისწრაფვის, დემოკრატიის მხარდამჭერია და დასძინა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის “მნიშვნელოვანი ტესტი” იქნება. “საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ არ შეიძლება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ისეთი ზომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის […]

ნინი ქარსელაძე სიახლეების მოლოდინში – ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

ნინი ქარსელაძე ფოტოგრაფი დავით ბანცაძის გადაღებულ შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს. ნინიმ, ფოტოებთან ერთად, სიახლეებიც დააანონსა, ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. […]

შვეიცარიამ უნგრეთს სძლია და გერმანიასთან ბრძოლა ელის [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში შვეიცარიამ უნგრეთი 3:1 დაამარცხა. გოლი და საგოლე გადაცემა “ბოლონიას” ნახევარმცველმა მიშელ ებიშერმა მიითვალა. პირველ ტაიმში შვეიცარია უკეთ გამოიყურებოდა და 2:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მადიარები გააქტიურდნენ, ვარგამ ანგარიში შეამცირა, კომპენსირებულ დროში კი ემბოლომ გულაჩის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ჯგუფში მეორე ტური 19 ივნისს ჩატარდება – უნგრეთი მასპინძელ […]