“ბუჩამდე იყო აფხაზეთი, უკრაინის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ოკუპაცია”, – პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტი უკრაინაში ომისა და მისი მოქალაქეების მიერ ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ არის პირველი, ვინც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. “ბუჩამდე იყო აფხაზეთი, უკრაინის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ოკუპაცია”, – თქვა მან. მან აღნიშნა, რომ საქართველოს და მის მოსახლეობას კარგად ესმის, […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს. „უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები […]
პრეზიდენტი – უკრაინის მშვიდობის სამიტი მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ უკრაინის მიმართ სოლიდარობა – გუშინ, დღეს და ხვალ, ვიდრე უკრაინა თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არ დაიბრუნებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის სამიტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრეზიდენტმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის დაწყებამდე, უცხოურ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „უკრაინის მშვიდობის სამიტი მნიშვნელოვანია, რათა ვაჩვენოთ უკრაინის მიმართ სოლიდარობა – გუშინ, დღეს და ხვალ, სანამ უკრაინა თავის ტერიტორიულ სუვერენიტეტს არ დაიბრუნებს“,- განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, […]
ბუდანოვი: რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე 70 დრონით იერიში მივიტანეთ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის ცნობით, 13-14 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე მინიმუმ 70 დრონის გამოყენებით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ბუდანოვმა The War Zone-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბუდანოვის თქმით, ეს ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა და აეროდრომზე მიყენებული ზიანის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ბუდანოვმა თქვა, უკრაინული მხარე ამჟამად ელოდება ინფორმაციას, აეროდრომზე თავდასხმისას […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – მშვიდობის პირველ სამიტზე უნდა გავარკვიოთ, როგორ მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას – რუსეთი მშვიდობით რომ იყოს დაინტერესებული, მაშინ ომიც არ იქნებოდა

მშვიდობის პირველ სამიტზე უნდა გავარკვიოთ როგორ მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას, რათა უკვე მეორე ომის რეალური დასასრული დავაფიქსიროთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში მიმდინარე გლობალური მშვიდობის პირველ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის სამიტს შეუძლია რეალურად დაამტკიცოს, რომ უსაფრთხოების დაბრუნება უკრაინასა და ევროპულ კონტინენტზე სრულიად შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვას ევროპული გზის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად […]
“არჩევნები აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი” – პრეზიდენტი ბორელს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა. როგორც ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო. “დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი”, – დაწერა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი სანდუს: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრა ლიდერებს შორის უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, შვეიცარიაში, შედგა. ზურაბიშვილმა სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა. “დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად განაგრძობენ სვლას ევროპულ გზაზე”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
PHOTO: „საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია“ – ზურაბიშვილი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ. „შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი […]
ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი გმობენ ირანის მიერ ბირთვული პროგრამის გაფართოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 15 ივნისს დაგმეს ირანის ბოლო ნაბიჯები, რომელთა თაობაზე გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ გაავრცელა ცნობა. ის ირანის ბირთვული პროგრამის გაფართოების გამო შეშფოთებჰას გამოხატავს. „ირანმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები ბირთვული შეთანხმების დარღვევის მიმართულებით, აამოქმედა ათეულობით დამატებითი თანამედროვე ცენტრიფუგა ნათანზის ურანის გამდიდრების კომპლექსში და გამოაცხადა, რომ დადგამს კიდევ ათასობით ცენტრიფუგას ფორდოს და ნათანზის ობიექტებზე“ – […]