„ჩვენ ერთად ვდგავართ, ერთად და სამუდამოდ“ – ზელენსკი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკის ცნობით, პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს, რაც საქართველოსა და უკრაინის წინაშე დგას. ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „X“- წერს. “განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებობს. პრეზიდენტ ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია რუსული […]
ზურაბიშვილი ანდჟეი დუდას შეხვდა – მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა მომავალი არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ წლევანდელი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება. “პრეზიდენტებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი არჩევნები ქვეყნისათვის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი […]
ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ

ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ ევროკავშირში გაწევრიანება ინსტრუმენტადაა გამოყენებული, რათა ხელისუფლებაზე, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად იცავს და გარე დაკვეთებს ერთმნიშვნელოვნად არ ემორჩილება, გავლენა მოახდინონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას […]
გორში დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებას ითხოვენ

„არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას“ – ამ მოწოდებით გაიმართა 15 ივლისს აქცია გორში, კვერნაკის დასახლებაში. სწორედ ამ დასახლებასთან ახლოს მდებარეობს მუნიციპალური ნაგავსაყრელი, საიდანაც, აქციის მონაწილეების თქმით, აუტანელი სუნი მთელ ქალაქში ვრცელდება. არსებული ნაგავსაყრელის ადგილას იგეგემება ინტერმუნიციპალური ნაგავსაყრელისა და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს აშენებაც, – ადგილობრივების პროტესტს არსებულის გარდა ამ უფრო მასშტაბური ნაგავსაყრელის აშენების პერსპექტივაც ამძაფრებს. „მოსახლეობა არსებული […]
შვეიცარიამ უნგრეთს სძლია და გერმანიასთან ბრძოლა ელის

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში შვეიცარიამ უნგრეთი 3:1 დაამარცხა. გოლი და საგოლე გადაცემა “ბოლონიას” ნახევარმცველმა მიშელ ებიშერმა მიითვალა. პირველ ტაიმში შვეიცარია უკეთ გამოიყურებოდა და 2:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მადიარები გააქტიურდნენ, ვარგამ ანგარიში შეამცირა, კომპენსირებულ დროში კი ემბოლომ გულაჩის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ჯგუფში მეორე ტური 19 ივნისს ჩატარდება – უნგრეთი მასპინძელ […]
თურქული ჩაის TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა ბელგია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ია

თურქეთიდან ჩაის ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85 პროცენტით გაიზარდა – 12 მილიონ 11 ათას 763 დოლარამდე. ამის შესახებ Anadolu-ს აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ საფეტ კალონჩუმ განუცხადა. მისი თქმით, პირველ ხუთ თვეში თურქეთმა ჩაი 110 ქვეყანაში და თავისუფალ ზონაში გაიტანა. ჯამში 2468 ტონა ჩაი 12 მილიონ […]
თურქი ვარსკვლავის, ტარკანის ცხოვრება სცენის მიღმა – რომანი გულშემატკივართან, შვილი რომელსაც მალავს და ნარკოდამოკიდებულება – Marao

ცნობილი თურქი მომღერალი ტარკანი არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშია პოპულარული. გამონაკლისი არც საქართველოა, წლების წინ, ტარკანის ჰიტების ტალღამ ქართველებსაც გადაუარა. ის მუდმივად ავსებს დარბაზებს, აქვს ნიჭი, ენერგიით დამუხტოს მილიონობით აუდიტორია. 2000-იან წლებში თურქმა შემსრულებელმა მსოფლიოს არაერთი სტადიონი შეავსო. მოდით, უფრო მეტი გავიგოთ ტარკანზე, როგორ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა და რატომ არ ჩანს ძველებურად მომღერალი.1972 […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ

მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები, „რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას“. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის […]
სალომე ზურაბიშვილი – ანჯეი დუდასთან საუბარში ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!

პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან საუბარში ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ბატონო პრეზიდენტო ანჯეი დუდა. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიისთვის. ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი […]
სალომე ზურაბიშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ მაია სანდუს მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა. „მივულოცე ქალბატონ პრეზიდენტს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა […]