სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაშ, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე საქართელოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ქართული ქარტიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. “განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ნაბიჯები ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად; ვისაუბრეთ საქართველოს ქარტიაზე, საქართველოს საგზაო რუკაზე, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს”, […]
“კაფე მზიურს” ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ, მერიამ გადაწყვიტა ის „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“ აქციოს – “კაფე მზიური”

8 წლის თავზე “კაფე მზიურს” ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კაფე ავრცელებს. როგორც “კაფე მზიური” სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდნენ, მათ ხელშეკრულება შეუწყვიტეს. მზიურის ხელმძღვანელობა ითხოვს, რომ კაფეს სოციალური სივრცის ფუნქცია შეუნარჩუნდეს. “დღეს მივიღეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: „კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას. გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე […]
ერთ წელიწადში სისხლის ბანკები მუშაობას მხოლოდ არაკომერციული პირის სტატუსით გააგრძელებენ

ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ ის ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას. 2025 წლის 1-ლ ივლისამდე, პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – აღნიშნა გაბუნიამ. 2025 წლის 1 ივლისიდან კი, მისი თქმით, სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აკრძალული იქნება. […]
მზიური: თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფის შენობა

კაფე მზიურის ცნობით, დღეს კაფემ ქონების მართვის სააგენტოსგან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი მიიღო. “გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში. 8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით. პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი […]
სალომე ზურაბიშვილი – შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან

შარლ მიშელთან ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ […]
მერია დეველოპერებს უბიძგებს, სადაც შესაძლებელია შენობის სიმაღლე გაზარდონ… მაღლივი კორპუსები უფრო კარგია – რევაზ სოხაძე

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია ხარჯი, მაგრამ მერია დეველოპერის უბიძგებს, სადაც შესაძლებელია სიმაღლე გაზარდონ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ “იმედის” ეთერში იპოდრომის მიმდებარედ ცათამბჯენის მშენებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.
“ხარება” ვიცე გუბერნატორს შურისძიებით ემუქრება – მედია

“ხარებას” ნაცემი სპეცრაზმელები – “შაბათის ეთერს” ინფორმირებული წყარო უყვება, რომ დიდი დაპირისპირება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ “ხარებას” და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის დაჯგუფებებს შორის 10 ივნისს რესტორანში დაიწყო. “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, იმ დღეს “მაგნოლიაში” გიორგი შინჯიკაშივლის ახლო გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ზურაბ ობოლაშვილი იგივე „თუნგია“ და კიდევ რამდენი პირი ქეიფობდნენ. ამავე რესტორანში იყო […]
GINO Holding-ი გარდაბანში მზის ელექტროსადგურს აშენებს, ინვესტიცია – 28 მლნ ევრო

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ი გარდაბანში მზის ელექტროსადგურს აშენებს. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰოლდინგის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 28 მლნ ევროა. „უკვე ინვესტირებულია 3,5 მლნ ევრო“, – აცხადებს ინვესტორი. ნოდარ გიორგაძის თქმითვე, GINO Holding-ისთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება საინტერესოა, ამიტომ ჯგუფს, სავარაუდოდ, ახალი პროექტებიც ექნება. […]
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა უკრაინის მშვიდობის სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოვიდა: “ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ, 800 დღეზე მეტია გრძელდება. 800 დღე უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკური განადგურებისa. 800 დღეა, ბევრი უკრაინელი იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და მის მიღმა დემოკრატიის იდეალებისთვის და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვისა და […]
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს გერმანია ბლოკავს – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით ევროპულმა კავშირმა 14 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ევროპელი დიპლომატების ცნობით, გერმანია ვერ შეთანხმდა იმ ევროპული კომპანიების ჩამონათვალზე, რომლებიც სანქციების დარღვევაზე იქნებიან პასუხისმგებლები. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა თვეზე მეტია სანქციების ახალი პაკეტის შინაარსზე დავობენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსული თხევადი გაზის გადაზიდვებიც და გეგმა, რომლის თანახმადაც მესამე მსოფლიოს ქვეყნებში პარტნიორების […]