დიმიტრი ხუნდაძის ქალიშვილი მეგი გოცირიძის პოსტს პასუხობს

“ხალხის ძალის” წევრ დიმიტრი ხუნდაძის ქალიშვილი ეხმიანება ნაც.მოძრაობის წევრ მეგი გოცირიძის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის წერს, რომ ხუნდაძის შვილს ოქროს ბირჟს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ოქრო არ მიჰყიდეს. თიკა ხუნდაძის თქმით, მსგავსი არაფერი მომხდარა. “ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა… მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ! რაც შეეხება ამ ზღაპარს, მსგავსი რამ […]

იტალიის პოლიციამ დააკავა 54 წლის დმიტრი ჭირაქაძე, რომელიც 2023 წელს არტიომ უსის იტალიიდან გაქცევასთან უნდა იყოს დაკავშირებული

იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავეს შვეიცარიაში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქის, არტიომ უსის იტალიიდან გაქცევის საქმესთან დაკავშირებით. უსი 2023 წლის მარტში გაიქცა შინაპატიმრობიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებამდე. იტალიური მედიის თანახმად, დაკავებულია 54 წლის დმიტრი ჭირაქაძე. ის რუსეთის კემეროვოს ოლქის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი და ვებგვერდისა და საინფორმაციო სისტემის Pravo.ru-ს დამფუძნებელია. გამოძიება მას უწოდებს “შთამბეჭდავი სანადირო ქონების” მფლობელს კრასნოიარსკში, […]

ევრო 2024 | კიტეიშვილს არ უვარჯიშია, კვერკველია ინდივიდუალურად ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო თამაშისთვის კვლავ ფელბერტში ემზადება. 13 ივნისს, ჩვენმა გუნდმა IMS არენას საწვრთნელ ბაზაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილს, ხოლო სოლომონ კვერკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას. ვარჯიშის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ ისაუბრა. ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში […]

რა პრობლემას ჭრის ახალი ქართული აპლიკაცია Ally? – ინვესტორის განმარტება

Ally ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სასურველ ადამიანს საერთო ნაცნობების გავლით დაუკავშირდეს – უფრო ვრცლად აპლიკაციის ფუნქციონალზე “საქმიანი დილას” ეთერში Ally-ის ანგელოზი ინვესტორი, ლევან ლაშქარავა საუბრობს. მისი თქმით, Ally საშუალებას იძლევა, შენთვის სასურველ პიროვნებასა და თქვენს საერთო ნაცნობს შორის ურთიერთობის ხარისხი დაინახო და ზუსტად შეაფასო, კონკრეტულად ვისი დახმარებით შეძლებ სასურველ პირთან დაკონტაქტებას. […]

„ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ?“ – ზელენსკის სიტყვა მშვიდობის სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი ერთიანობა აქ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის იდეა ისევ სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანია. თქვენი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ გაერო-ს წესდება და ძირითადი კონვენციები არ არის ფორმალობა, არამედ ხალხთა შორის თანაარსებობის რეალური საფუძველი. არავის ჰქონია უფლება, მეზობლის წინააღმდეგ აგრესიული ომი ეწარმოებინა და გაერო-ს წესდების ერთ-ერთი ძირითადი […]

პარიზში ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

პარიზში და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში ერთმანეთის პარალელურად ულტრამემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პოლიციის ცნობით, პარიზში აქციაზე დაახლოებით 75 000 ადამიანი გამოვიდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 250 000 ადამიანი. 15 ივნისის აქციებში მონაწილეობას იღებდნენ ანტირასისტული ჯგუფები, პროფკავშირული გაერთიანებები და ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში ულტრამემარჯვენე კონსერვატიული პარტიების პოპულარობის ზრდას ეწინააღმდეგება. პარიზის პოლიციის ცნობით, აქციების მიმდინარეობისას პარიზში იყო […]

მერია მზიურის კაფის შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს – განიხილება ბიუჯეტში თანხების მობილიზაციის საშუალებად

თბილისში, მზიურის პარკში მდებარე კაფე, რომელიც უკვე 8 წელია ფუნქციონირებს სოციალური საწარმოს პრინციპით, ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან მიღებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის მთავრობა იმ შენობის აუქციონზე გატანას გეგმავს, რომელიც ამ დრომდე უსასყიდლოდ განკარგვის უფლებით ჰქონდა კაფის მენეჯმენტს გადაცემული. წერილში, რომელიც 13 ივნისით არის დათარიღებული და რომელსაც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი […]

მერია დეველოპერებს უბიძგებს, სადაც შესაძლებელია შენობის სიმაღლე გაზარდონ… მაღლივი კორპუსები კარგია – რევაზ სოხაძე

რაც უფრო მაღალია ნაგებობა, მით უფრო დიდია ხარჯი, მაგრამ მერია დეველოპერის უბიძგებს, სადაც შესაძლებელია სიმაღლე გაზარდონ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ “იმედის” ეთერში იპოდრომის მიმდებარედ ცათამბჯენის მშენებლობაზე კომენტირებისას განაცხადა.

ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე – ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე, შვეიცარიაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიაზე ისაუბრეს. “უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს მტკიცე მოკავშირესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საჭირო ნაბიჯებზე. ვისაუბრეთ ქართულ ქარტიაზე, საქართველოს გზამკვლევზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან”. […]

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე: უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ

შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში 15 ივნისს დაწყებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ეძღვნება, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ თავის გამოსვლაში სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის მეთაურები. მისი თქმით, ყველაფერი რაზეც შეთანხმდებიან შეხვედრის მონაწილეები, იქნება ნაწილი სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ასევ გვჭირდება. ზელენსკიმ რწმენა […]