ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, […]
მიმდინარე წელს, „ელმა“ სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს

თავის მოვლის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ელმა“ მიმდინარე წელს, სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, მაკო მახარობლიძემ განაცხადა. ბრენდის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები “გლდანი მოლთან” და “ბათუმის მოლთან” მიმდინარეობს. „წელს, ჩვენი გეგმა სარეალიზაციო არეალის გაფართოებაა. გვინდა, ახალი წლისთვის, პროდუქტები ახალ ლოკაციაზე გვქონდეს წარმოდგენილი და ახალი ფილიალი დავამატოთ. მოლაპარაკებები გვაქვს “გლდანი მოლთან” და […]
საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია

საქართველოს ნაკრებს გერმანიაში სტუმარი ეწვია, ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება: “დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე განსაკუთრებული სტუმარი გვეწვია. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩამოუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი. გუნდის კაპიტანმა შადიმანს სამახსოვროდ ეროვნული ნაკრების ხელმოწერებიანი მაისურით გადასცა”.
ბაირამის რეკორდი – იტალიამ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ჯერჯერობით,ევროპა ინდური ფილმივით მიდის,რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია.დროა,აუტსაიდერები გამოფხიზლდნენ და გვანახონ სანახაობა,თორე ასე რაღას ვწვალობთ,მიეცით თასი ფრანგებს და დაისვენეთ.
„ფენიქსის“ ბოლო გზა: „გმირად მაინც მოვკვდებიო!“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, ბოლო გზაზე გააცილეს 47 წლის ხვიჩა გვირჯიშვილი, უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე, რომელიც მტერთან ბრძოლაში, 3 ივნისს, ხარკივის ოლქში დაეცა. საოცრად უყვარდა სამშობლო. აფხაზეთის ომის დროს, ძალიან პატარა ასაკის გაიპარა ფრონტზე, 14 წლის იყო მაშინ. უკრაინის დასაცავადაც მაშინვე წავიდა გიორგი გვირჯიშვილი ხვიჩა გვირჯიშვილი, საბრძოლო თიკუნით „ფენიქსი“, უკრაინის არმიის „მეორე ინტერნაციონალურ ლეგიონში“ იბრძოდა, […]
უკრაინის მშვიდობის სამიტი 16 ივნისს გააგრძელებს მუშაობას

შვეიცარიაში ტარდება მშვიდობის სამიტი – უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინაში ომის დასრულების გზების გარშემო. შეხვედრა იმართება კიევის ინიციატივით. რუსეთი მასზე არ მიუწვევიათ. არ მონაწილეობს მასში ასევე ჩინეთი. შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციები წარმომადგენელია ჩასული. 50-ზე მეტი ქვეყანა წარმოდგენილია სახელმწიფოთა თუ მთავრობის მეთაურებით. სამიტში მონაწილეობენ ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ლათინური […]
ჩადიხარ, ოკეანეს გადაუფრენ და ვიღაც გადამთიელს შენს თანამოქალაქეზე, ქართველზე, უყვები უბინძურეს პასკვილებს და ევედრები რომ დასაჯოს – ბაკურ ბაკურაძე

ტელერეჟისორ ბაკურ ბაკურაძის პოსტი ფეისბუქზე: “ახლა კონგრესში გაცვივდნენ რევოლუციის მოსაწყობად ფული გამოგვიყავით ოღონდ “გააპრავეთო” ისეო ლევათო უკვე ვეღარო, კანონი მიიღესო. ფუჰ! ჩადიხარ, ოკეანეს გადაუფრენ და ვიღაც გადამთიელს შენს თანამოქალაქეზე, ქართველზე, უყვები უბინძურეს პასკვილებს და ევედრები რომ დასაჯოს. მერე ჩამოხვალ და არჩევნებზე ხალხს სთხოვ ხმა მომეცითო. ან ნამუსი სად დაიკარგა, ან კაცობა? არ გიტყდებათ?”- წერს ბაკურ […]
იტალიელი ანტიფაშისტი ქალი შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა და ევროპარლამენტში დაიკავებს ადგილს

იტალიელი ანტიფაშისტი, მასწავლებელი ილარია სალისი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, რადგან ის ევროპარლამენტის წევრი გახდა მწვანეების და მემარცხენეების ალიანსიდან. ინფორმაციას იტალიური ტელეარხი RaiNews-ი ავრცელებს. სალისი 2023 წლის თებერვალში დააკავეს ბუდაპეშტში ნეონაცისტური დემონსტრაციის მონაწილეებზე თავდასხმის ბრალდებით. მას 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სალისმა უნგრეთის ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა, საიდანაც ანტისანიტარიას და ვირთხებს უჩიოდა. 2024 წლის მაისში სალისი შინაპატიმრობაში მოათავსეს. […]
ევრო 2024 | კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს – ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. 15 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს. ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ლუკა ლოჩოშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა უპასუხეს. ლუკა ლოჩოშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი […]
ფრანსუა ოლანდი ფრანგულ პოლიტიკაში დაბრუნდა და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. მან 15 ივნისს თქვა, რომ დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ოლანდის თქმით, ის ახალი სახალხო ფრონტის სიით სამხრეთდასავლეთ კორეზის ოლქში იბრძოლებს საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. ახალი სახალხო ფრონტი საფრანგეთის მემარცხენე ოპოზიციური პარტიების ალიანსია, სადაც შედიან ეკოლოგისტები, საფრანგეთის კომუნისტური პარტია და პარტია მეამბოხე საფრანგეთი. […]