საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია – გულშემატკივარმა მოპედით 4000 კილომეტრი გაიარა და გუნდს ქვეყნის დროშა ჩაუტანა

საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ქალაქ ველბერტში ემზადება, 15 ივნისს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია. გულშემატკივარმა შადიმან ხარშილაძემ მოპედით 12 დღეში 4000 კილომეტრი გაიარა და ნაკრებს ეროვნული დროშა ჩაუტანა, რომელზეც ქომაგების გზავნილები იყო დატანილი – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
შადიმანის ასეთი საქციელი „ჯვაროსნებმაც“ დააფასეს და საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ მას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისურა უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი