მშვიდობის გლობალური სამიტის კომუნიკე – ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას

მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს პროექტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც დოკუმენტის პროექტის ტექსტს გაეცნო. „კერძოდ, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას ვადასტურებთ. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ყველა სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის […]

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს. ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, […]

„კაფე მზიურს“ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ, მერიამ გადაწყვიტა ის „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“ აქციოს – ,,კაფე მზიური”

8 წლის თავზე „კაფე მზიურს“ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კაფე ავრცელებს. როგორც „კაფე მზიური“ სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებდნენ, მათ ხელშეკრულება შეუწყვიტეს. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „დღეს მივიღეთ წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: „კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას. გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც […]

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ცნობილია, როდიდან იცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0682 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები […]

თურქეთში, კუჭის ოპერაციის შემდეგ, ქართველი ქალი გარდაიცვალა

კუჭის ოპერაციის შემდეგ, თურქეთში ქუთაისელი ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალმა ბარიატრიული ოპერაცია სამსუნში გაიკეთა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. „კუჭი გაეხვრიტათ. მერე ინფექციაც და ყველა უბედურება დაერთო. დაღუპეს ანგელოზი, სიცოცხლით სავსე ქალი,“ – წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

საქართველოში Junior NBA-ს ჩემპიონატი დაიწყო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში უკვე მერვედ იმართება NBA-ს ახალგაზრდული ჩემპიონატი. NBA-ს ახალგაზრდული ლიგა NBA-ს პრინციპით ტარდება. ჩემპიონატის თითოეული მონაწილე გუნდი სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეულ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრ გუნდს წარმოადგენს, რომლის სახელითაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად […]

ოტია იოსელიანს დღეს 94 წელი შეუსრულდებოდა

“ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა” – დღეს ცნობილ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს 94 წელი შეუსრულდებოდა. პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი და კინოსცენარისტი ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე („ადამიანი იბადება ერთხელ“, „როცა სიყვარული მოვა“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“) არაერთი თეატრის […]

“საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია” – თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა “ჯვაროსნებთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში “ჯვაროსნებთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. “ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ […]

დღეს წმიდა მოციქულთასწორის მეფე მირიანის და დედოფალი ნანას (IV) ხსენების დღეა

წმიდა მირიან მეფე და წმიდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყვანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა. ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს […]