პრემიერის მეთაურობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების […]

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2 წელი ეძებდნენ

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 32 წლის კაცს ძარცვა ედება ბრალად და მას იტალიელი სამართალდამცავები 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ. საქართველოს მოქალაქე ავტომობილით გადაადგილების დროს სამართალდამცავებმა გააჩერეს და შეამოწმეს. შემოწმების დროს არმოჩნდა, რომ კაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა და სასამართლოს მიერ 7 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა სასჯელს […]

საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია – გულშემატკივარმა მოპედით 4000 კილომეტრი გაიარა და გუნდს ქვეყნის დროშა ჩაუტანა

საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ქალაქ ველბერტში ემზადება, 15 ივნისს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია. გულშემატკივარმა შადიმან ხარშილაძემ მოპედით 12 დღეში 4000 კილომეტრი გაიარა და ნაკრებს ეროვნული დროშა ჩაუტანა, რომელზეც ქომაგების გზავნილები იყო დატანილი – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს. შადიმანის ასეთი საქციელი „ჯვაროსნებმაც“ დააფასეს და საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ მას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი […]

გერმანიაში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ, გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ – ხვიჩა კვარაცხელია

უეფა-ს ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „საქართველოში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ახლა ინდივიდუალური წარმატება არც ისე მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ჩვენ გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია […]

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმები ყურბან – ბაირამს ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს ამ დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს. „16-19 ივნისს სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს. დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, […]

რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები. […]

რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის რეგიონში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა მძევლად დაწესებულების ორი თანამშრომელი აიყვანეს. “დაწესებულება განაგრძობს ჩვეულებრივად მუშაობას, სიტუაცია კონტროლის ქვეშაა” – წერია ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. RIA Novosty-ს მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძევლები ექვსმა პირმა აიყვანა, მათ შორის რამდენიმეს ბრალდებით არის დაკავებული.

,,თბილისის ბულვარი“ იქნება კურორტი ქალაქში“ – GINO Holding-ის პრეზიდენტი €250- მილიონიან პროექტზე

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარის“ 250 მილიონევროიანი პროექტი, რომელიც აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას GINO Holding-ის პრეზიდენტმა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. ,,თბილისის ბულვარი“ სავიზიტო ბარათი […]

“სირცხვილია” – რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრები მიწასთან გაასწორა

ლეგენდარულმა რონალდინიო გაუჩომ სოციალურ ქსელში ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა. მისი თქმით, “სელესაოს” თამაშებს აღარ უყურებს, რადგან ფეხბურთელები სათანადოდ არ იხარჯებიან. “კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების თამაშების ყურებას აღარ ვაპირებ. მათ მოგებასაც კი არ აღვნიშნავ. საკმარისია, ბრაზილიის ნაკრების თამაშისთვის თვალის მიდევნება უამრავ ადამიანს უყვარს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლებელი ხდება. სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სუსტს “სელესაოს” ვუყურებთ, ლიდერების […]

„სასწაული ჩაიდინეს და ახალგაზრდა სიკვდილს გამოგლიჯეს…“ – რა მოხდა ციხისძირში?

აჭარაში, ციხისძირში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს. როგორ თვითმხილველი ამბობს, მამაკაცი ტალღებმა გაიტაცა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. “რომ არა მაშველები, დიდი უბედურება დატრიალდებოდა… სასწაული ჩაიდინეს და ახალგაზრდა სიკვდილს გამოგლიჯეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განუცხადა “სფეის ნიუსს” თვითმხილველმა.