უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა

უკრაინულ-პოლონური გემი, რომელსაც თავს „ჰუსიტები“ დაესხნენ, ეკიპაჟმა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, M/V Verbena-ს ეკიპაჟმა, რომელიც უკრაინას ეკუთვნის და პოლონეთი მართავს, იემენელი „ჰუსიტების“ სარაკეტო იერიშის შემდეგ გემი დატოვა. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 13 ივნისს „ჰუსიტებმა“ ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. შაბათს, 15 ივნისს, ეკიპაჟმა დახმარების თხოვნის სიგნალი გაუშვა, რომელშიც […]

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ლასურიაში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. დილით მოსულმა სეტყვამ ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში, ასევე, საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით. განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს მთავრობის […]

,,150 000-მდე დასაქმებულს კერძო დაზღვევა არ აქვს” – ამოქმედდება თუ არა სავალდებულო დაზღვევა

“დადგა დრო, დასაქმებულმა ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, სად და როგორ დაეზღვენ” – ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკვე შეიძლება დაიწყოს მსჯელობა დასაქმებულთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ. „დადგა დრო, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ, სად და როგორ დაეზღვენ და თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, საუკეთესო გზა […]

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს. გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა მორიგი ვარჯიში, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, თუმცა არის პოზიტიური სიახლეც – გუნდს დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს. დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება, 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო თურქეთის მატჩის მასპინძელ […]

“ამ ფეხბურთელს “ნაპოლიში” საერთოდ რა ესაქმება? მისი თამაშის ყურებას მირჩევნია, რომ…” – რას აცხადებს მარადონას შვილი?

დიეგო მარადონა უმცროსმა Pianeta Serie B-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. დიეგოს თქმით, მას არ ესმის, რატომ იღებს ამდენ სათამაშო დროს იენს კაიუსტე. “სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა ესაქმება კაიუსტეს “ნაპოლიში”? ან რატომ იღებს ამდენ სათამაშო დროს? მის ნაცვლად, მირჩევნია, რომ ძირითად შემადგენლობაში მეორე გუნდის მოთამაშე ვიხილო. “პარტენოპეი” საკუთარ აკადემიას სათანადოდ არ იყენებს. მაგალითად მახსენდება ტუტინო […]

კაია კალასი – ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს. „უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“, – წერს კაია კალასი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს […]

კალასი: ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი. “უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი”, – წერს კალასი.

რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში – ამერიკის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ლოიდ ოსტინმა ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომელშიც მან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინას ორი პირობა წაუყენა. „ამ უსამართლო […]

სავსებით რეალურია, რომ “ოცნებას” სავიზო შეზღუდვები ევროპამაც დაუწესოს – ნიკა მელია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სანქციები, რომელსაც ევროპა ამზადებს, ქართველ ხალხს არ შეეხება და მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის იქნება განკუთვნილი. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წევრებს სავიზო სანქციებს დაუწესებს. არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ქართველ ხალხს და არც სახელმწიფოს. ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც მიიტაცეს ქვეყნის მართვის სადავეები […]