ყაზახეთმა შაქრის ექსპორტი დროებით აკრძალა

ყაზახეთში შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა ძალაში 2024 წლის 14 ივნისს შევიდა, იუწყება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყაზახეთიდან შაქრის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს არ ეხება შაქრის საერთაშორისო ტრანზიტს რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ასევე, ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. დროებითი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ზაფხულის განმავლობაში, როგორც მოსახლეობის, ასევე, სამრეწველო […]

„ნაკრებს რამდენად უღირს ასეთი ორდენები“ – კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს მიწოდებული სიიდან რამდენიმე პირის გამოტოვების გამო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, პერსონალისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოების შესახებ, გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს იმის გამო, რომ მან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი არ დააჯილდოვა. „რამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე, […]

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომიტეტი განცხადებაში ეხმაურება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციას, რომ სათხის მონასტერი „უმძიმეს მდგომარეობაშია“ და განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით სათხის მონასტერზე დაიწყო და განხორციელდა საპროექტო, […]

დიმიტრი ლუბინეცი – უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა

უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ და 4-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს. კომუნიკეს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა სომხეთმა, ასევე, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით […]

ფიფია პუტინს: გთხოვთ, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან

პრორუსულმა პარტიამ სოლიდარობა მშვიდობისთვის პუტინს საქართველოსთვის რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისთვის მიმართა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო RIA Novosti ავრცელებს სათაურით “სრულად გააუქმეთ – საქართველო პუტინს მიუბრუნდა”. “ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მოგმართავთ თხოვნით, სრულად გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის”. – თქვა პრორუსული პარტიის ლიდერმა და ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ პუტინისადმი მიმართვაში. ფიფიამ პუტინს ამნისტიის გამოცხადებაც სთხოვა საქართველოს […]

დიმიტრი ლუბინეცი – უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს ხელი 80-მა სახელმწიფომ მოაწერა

უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს ხელი 80-მა სახელმწიფომ და 4-მა ორგანიზაციამ მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს. კომუნიკეს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა სომხეთმა, ასევე, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ […]

„ჩინეთი ვერ ამოავსებს იმ ინვესტიციებს, რომელიც ევროპიდან მოდის“ – ეკონომისტი

რამდენად ხელსაყრელია საქართველოსთვის ჩინეთის პარტნიორობა და ჩაანაცვლებს თუ არა ის ევროპელს ინვესტორებს, ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. გიორგი პაპავამ ტოპ-5 ინვესტორი ქვეყანა დაასახელა, რომლებიც საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებდნენ. ესენია: გაერთიანებული სამეფო 31%-იანი წილი; ნიდერლანდები 16%; ამერიკა -8%, ესპანეთი 7%; თურქეთი […]

Gino grant Hotel Melikishvili – ნოდარ გიორგაძის მორიგი €18-მილიონიანი ინვესტიცია ტურიზმში

სასტუმრო Gino grant Hotel Melikishvili 2025 წლის მეორე კვარტალში გაიხსნება. მულტიფუნქციური სასტუმროს პროექტზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონი ევროა და მშენებლობის დასრულება 2025 წლის მარტშია დაგეგმილი. „ვფიქრობთ, 2025 წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა. ეს იყო ერთ-ერთი რთული პროექტი სხვადასხვა მიზეზის […]

კალაძის თქმით, კაფე „მზიურს“ სოციალური სტატუსი შეუნარჩუნდება

თბილისში, მზიურის პარკში მდებარე კაფეს ადმინისტრაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ არ სურს „ეს თემა გახდეს სალაპარაკო“ და აცხადებს, რომ კაფეს სოციალური საწარმოს სტატუსი შეუნარჩუნდება. „ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იმავე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე პირდაპირი წესით […]