იწვიმებს თუ არა თბილისში დღის მეორე ნახევარში – უახლესი საათების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი – მზად ვართ ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს

„ჰამასი“ მზად არის ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა. „პალესტინური დაჯგუფებები და „ჰამასი“ მზად არიან ყოვლისმომცველი შეთანხმებისთვის, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, რეკონსტრუქციასა და ყოვლისმომცველ გაცვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჰანიემ. ისმაილ ჰანიემ აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ […]
ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ღირსების ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგები გამოტოვა – კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავად უნდა გადაწყვიტოს “რამდენად უღირთ ასეთი [ღირსების] ორდენები”. ასე გამოეხმაურა კალაძე ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების ირგვლივ მიმდინარე განხილვას. უფრო კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 მარტს, ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს, მისი წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. დოკუმენტში, რომელიც […]
გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, გმირთა მოედანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნიკა გვარამია – სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის

სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე. მისივე თქმით, მას არ ახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდნენ ამდენ უმნიშვნელოვანეს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. „სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი შენარჩუნდება

დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ნიკა მელია – ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია – ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ

ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ქართული საზოგადოების ჩათვლით გადაიკიდეს, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ. „წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ […]
ნიკა მელია – გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის

გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის, -ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა და მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა. „როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. ეს მნიშვნელოვანია არა […]
რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლები აიყვანეს

რუსეთში მოკლეს პატიმრები, რომლებმაც როსტოვის ოლქში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწესებულების თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “როსტოვის ოლქში მდებარე, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის N1 წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გავათავისუფლეთ მძევლად აყვანილი თანამშრომლები, განხორციელდა დამნაშავეების ლიკვიდაცია”. – წერია განცხადებაში. როსტოვის ოლქში პატიმრების მიერ მძევლების […]
სააგენტოების ცნობით, პუტინი არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, მაგრამ ითხოვს გარანტიებს

Reuters -ის სააგენტოს თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს უკრაინასთან მოლაპარაკებებს, მაგრამ საჭირო იქნება გარანტიები ნებისმიერი მოლაპარაკებების სანდოობის უზრუნველსაყოფად, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 16 ივნისს, კრემლის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. 90-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა შვეიცარიაში, კურორტ ბიურგენშტოკში გამართულ ორდღიან ღონისძიებაში, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს აზრის გაერთიანებისკენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს […]