ლევანდოვსკის გარეშე – პოლონეთი ნიდერლანდებთან დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში პოლონეთი, რომელსაც ტრავმირებული ლევანდოვსკი ვერ დაეხმარა, ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა. შემდეგ შეხვედრას პოლონეთი 21 ივნისს ავსტრიასთან ჩაატარებს, ნიდერლანდები კი იმავე დღეს საფრანგეთს დაუპირისპირდება. პოლონეთი – ნიდერლანდები 1:2 გოლები: 1:0 ბუკსა (16), 1:1 გაკპო (29), 1:2 ვეგორსტი (83)
“ამ სივრცის დადებითი საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები” – “კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა

“კაფე მზიურის” გადასარჩენად პეტიცია შეიქმნა. ავტორები “მზიურის” ყველა გულშემატკივარს სთხოვენ, შეუერთდნენ ხელმოწერებს და შეინარჩუნონ კაფე. მათი შეფასებით, “ამ სივრცის საქმიანობის დადებითი სოციალური გავლენა და უკუგება საზოგადოებაზე მეტია, ვიდრე ეკონომიკური შედეგები”. “2016 წლიდან დღემდე, კაფეს ორგანიზებული აქვს 800-ზე მეტი საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიება. დღეს “მზიური” ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სივრცეა, რომელიც არის მნიშვნელოვანი […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე […]
თამარ გაბუნიამ, „ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. „თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია, დემოგრაფიული სიტუაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. კონფერენციაში, სხვადასხვა რეგიონის, 200-ამდე […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
GWP: ავარიულად დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, გლდანის ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებით, დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. სწორედ, ის ამარაგებს სასმელი წყლით თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას. კომპანია აღნიშნავს, რომ ტექნიკური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. ისინი დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის რამდენიმე მიმართულებებით მუშაობენ. „მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად […]
ჰამასის პასუხი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე “შეესაბამება” აშშ-ის გეგმის პრინციპებს – ჰამასის ხელმძღვანელობა

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს აშშ-ში და ევროკავშირის ქვენებში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფების, ჰამასის ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებას, რომ მისი პასუხი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უკანასკნელ წინადადებაზე, შეესაბამება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმაში წარმოდგენილ პრინციპებს. კატარში დაფუძნებული დაჯგუფების მეთაურმა ეს განაცხადა 16 ივნისს ყურბან-ბაირამის – მუსლიმური ეიდ ალ-ადჰას დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსვლაში. “ჰამასი და (პალესტინური) დაჯგუფებები მზად არიან ყოვლისმომცველი […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ონთან, სოფელი ირი იყო.
ევრო 2024. დიდი მოლოდინი – საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერას პატარა გულშემატკივრები უცხადებენ [VIDEO]

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად იასპარეზებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატისადმი ინტერესი უდიდესია და ყველა უგულშემატკივრებს – ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ფელბერტში ჩვენი გუნდის პირველი ვარჯიში სავსე სტადიონზე გაიმართა. რამდენიმე ათასი ადამიანი გერმანიაში “ჯვაროსნების” საქომაგოდ გაემგზავრება, რომლებსაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც შეუერთდებიან. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით […]
ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ღირსების ორდენზე წარდგენილ ყველა პირს დააჯილდოებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სექტემბერში პირადად დააჯილდოებს ღირსების ორდენსა და მედალზე წარდგენილ ყველა პირს. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინ ფეხბურთელებს თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ. „სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, […]