GWP: წიწამურთან დაზიანების აღმოსაფხვრელად შემოვლითი ქსელის მოწყობაა აუცილებელი

თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს, რომ წიწამურთან ცენტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად შემოვლითი ქსელის მოწყობაა აუცილებელი. აღნიშნული მაგისტრალური წყალსადენი გუშინ, 16 ივნისს დაზიანდა და ვაკე-საბურთალოსა და გლდანის მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა დრო დასჭირდება შემოვლითი ქსელის მოწყობას. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცენტრალური […]

თბილისში კიდევ ერთ აქტივისტს დაესხნენ თავს

თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, კიდევ ერთ აქტივისტს, ლერი დარჯანიას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაშავებულის მეგობარი ფეისბუკზე წერს, დარჯანიას თავს დილის 8 საათზე საცხოვრებელ სახლთან 7 პირი დაესხა: „დღეს დილით 8 საათისთვის, ჩემს მეგობარს და თანამებრძოლს ლერი დარჯანიას დახვდნენ ოცნების „ტიტუშკები”, დაახლოებით, 7 კაცი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური ანგარიშსწორებები არ მთავრდება ქართული ოცნების მხრიდან… […]

ვებსტერ საქართველოს ახალი რექტორი ჰყავს

ვებსტერ საქართველოს ახალი რექტორი ჰყავს. ჟან პოლ ვან მარისინგი უკვე ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას. ჟან პოლ ვან მარისინგი გახლავთ ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორი, რომელსაც ხარისხი ევროპული სამართლის მიმართულებით აქვს მიღებული. პარალელურად, 2010 წლიდან ის არის Webster University Leiden-ის რექტორიც. მისტერ მარისინგს აქვს ლიდერობისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში. მან […]

ლევან დავითაშვილი – დიდი იმედი მაქვს, რომ სანქციები არ იქნება – საკმაოდ კომპლექსური დიალოგი გვაქვს პარტნიორებთან და ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ შევძლებთ საერთო ენა ვიპოვოთ

საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, დავამტკიცეთ, რომ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ვართ, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით – დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები, რომელიც იქნება დამაზიანებელი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების რისკს. […]

განათლების მინისტრი ჟურნალისტს – დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა

დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა, – ასე მიმართა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტს. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, მისი მოხსნის შესახებ „ფორმულას“ ინფორმაცია „ფეიკია“. „გამალებით, ძალიან, ძალიან სანდო წყარო გყავდათ, მეგონა, რომ ეს წყარო ჩემი ან პრემიერის კაბინეტში იჯდა და მყისიერ გადაწყვეტილებას თქვენ გაწვდიდათ. 3 […]

განათლების მინისტრი – მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას

მიმდინარეობს ძალიან აქტიური ანალიზი გუბერნატორებთან, რეგიონებთან, შესაბამის სამსახურებთან, რომ შევიმუშაოთ იმ სკოლების სია, რომლებიც ახლა აუცილებლად საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და დაახლოებით, შეიძლება, ასეთი სკოლების ნუსხა 20-დან 30-მდე იყოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის საქართველოს მასშტაბით 220 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. „მე როდესაც […]

IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს

IBSU-ში სტუდენტთა ინტერესებსა და უფლებებზე ომბუდსმენი იზრუნებს – ომბუდსმენის პოზიციაზე ელენე გამთენაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ომბუდსმენის საქმიანობის მიზანი, სტუდენტების დახმარება, მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. „ომბუდსმენის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირებას, დახმარებას, სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ასევე, […]

განათლების მინისტრის განცხადებით, ევროპიდან სანქციებს არ ელოდება

[ევროპიდან სანქციებს] არ ველოდები. დანარჩენი, უკვე ვნახოთ, გამოჩნდება, – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა შეკითხვას, აშშ-ს სანქციების შემდგომ, სანქციების დაწესებას ევროკავშირიდანაც ხომ არ ელოდება. მინისტრის განმარტებით, სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არის. „არც მე არ ველოდები [ევროპულ სანქციებს]. იმიტომ, არ ველოდები, რომ ამის არანაირი საფუძვლები არ არის და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენ […]

ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე -ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა. ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა, […]

გიორგი ამილახვარი – მე გახლავართ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი და არა სტუდენტთა ნაკადების მართვის მინისტრი

მე გახლავართ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი და არა სტუდენტთა ნაკადების მართვის მინისტრი, – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ძალადობას და თავდასხმას გამართლება არ აქვს, ფაქტებს კი შესაბამისი უწყებები სწავლობენ. „სტუდენტებს თავიანთი პოზიციები აქვთ, რომლის გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და […]