საქართველოს ეროვნული ბანკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობას გააფართოებს

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში, ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ბანკებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის […]

თბილისში სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენის მიზნით საპილოტე პროექტი ხორციელდება

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენაა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება. […]

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, 2024 წლის 1-ელი მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, 1.8 ათასი ტონა მოცვია უკვე ექსპორტირებული. „საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ […]

თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, პროგრამებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge განხორციელდება. „თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის […]

შრომის ბიულეტენში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, წარმოდგენილია პასუხი შეკითხვაზე: შრომით ურთიერთობებში ანაზღაურება ყოველთვე უნდა გაიცეს თუ არა?

საქართველოს შრომის კანონმდებლობა არ ცნობს ისეთ ანაზღაურებას, რომელიც ფუნქციის/ვალდებულების შესრულების/დასრულების შემდეგ გაიცემა. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს თვეში ერთხელ. ეს იმპერატიულია. როგორც წესი, შრომით ურთიერთობებში ფუნქცია არ არის ამოწურვადი, არის მუდმივი და ფიქსირებული ბუნების, მრავალჯერადი და განგრძობადი. მაგალითად, ორგანიზაციას სულ სჭირდება ბუღალტერი. ბუღალტრის საქმიანობა ვერ დასრულდება მანამ, სანამ ორგანიზაცია ფუნქციონირებს; უნივერსიტეტს სულ […]

სტუდენტზე თავდასხმას მისი მეგობრები “ზონდერ ჯგუფებს” უკავშირებენ

სტუდენტსა და აქტივისტ ლერი დარჯანიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა დათუნა დანელიამ თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა და დაურთო დარჯანიას ფოტოც, რომელზეც ჩანს, რომ მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს. დათუნა დანელია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შემთხვევა მოხდა 17 ივნისს, დილით 8 საათზე, თბილისში, ევდოშვილის ქუჩაზე, ლერი დარჯანიას საცხოვრებელ სახლთან – როდესაც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, თავს “ოცნების […]

ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართება

Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმე დახურულ კარს მიღმა განიხილება. ამის შესახებ ცნობა რუსეთის სვერდლოვსკის რაიონული სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პირველი პროცესი 26 ივნისს არის დაგეგმილი. გერშკოვიჩს, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის მარტიდან იმყოფება, ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. გამომძიებლების თქმით, ჟურნალისტმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მითითებით, შეაგროვა ინფორმაცია “ურალვაგონზავოდზე”, რომელიც აწარმოებს და […]

ჰუმელსი ხელფასის შემცირებასა და სერია A-ში გადასვლაზე თანახმაა

ჰუმელსი ხელფასის შემცირებასა და სერია A-ში გადასვლაზე თანახმაა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “დორტმუნდიდან” წამოსულმა მატს ჰუმელსმა შესაძლოა, კარიერა სერია A-ში განაგრძოს. “რომას” სპორტული დირექტორი ფლორენტ ჟისოლფი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და მზადაა, 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმოს. თავად ჰუმელსი ახალი გამოწვევისთვის მზადაა და ხელფასის გაცილებით შემცირებაზეც არ იტყვის უარს.

“ვფიქრობ, ჩემზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს… ეს სტილი ამ გუნდს ძალიან მოუხდება” – “დინამოს” მწვრთნელის პირველი კომენტარი, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ [VIDEO]

“ვფიქრობ, ჩემზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს… ეს სტილი ამ გუნდს ძალიან მოუხდება” – “დინამოს” მწვრთნელის პირველი კომენტარი, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ [VIDEO] “დინამო თბილისის” მთავარ მწვრთნელად 44 წლის ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი – ფერდინანდ ფელდჰოფერი იმუშავებს. მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი შეთანხმება შედგა. მან საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ადგილობრივ “ლაფნიცში” […]

პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა – ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა – ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერ შეთავაზება გაუკეთა. წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს. ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე […]