ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტისთვის წარსადგენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვეობის კანდიდატი აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვეობის კანდიდატად სოსო სტურუას წარუდგენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე უძღვებოდა. მათი ცნობით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად – მეურვედ, სამი კანდიდატი […]

გიგა ბოკერია – რეჟიმი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის

ჩვენს ეს მხოლოდ მათ სისუსტედ უნდა აღვიქვათ, ყველაფერი მათი მარცხისკენ მიდის. მთავარია, ეს ლეგიტიმური ბრაზი არ გადაიზარდოს სასოწარკვეთაში, რადგან ასეთი სუსტები არასდროს არ ყოფილან. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიფიქროთ და პროტესტის გაგრძელებაზე, განსაკუთრებით შემოდგომიდან აქტიურ ფაზაში გადასვლაზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. მისი თქმით, […]

ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომდევნო კვირას ვიეტნამს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ვიეტნამმა მონაწილეობა არ მიიღო შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე, თუმცა, გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში, BRICS-ის შეხვედრაზე. ჰანოიში 2-დღიანი ვიზიტის დროს პუტინი, დიდი ალბათობით, ვიეტნამის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდება. ვიეტნამის კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა. “არცერთმა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. „თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება. დასავლეთ […]

„ჯივიპი“ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების მიზეზებს განმარტავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების მიზეზებს განმარტავს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავარიულად დაზიანებულია სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება. კომპანიის განმარტებით, დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის […]

ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში კვლავ წარმატებით იასპარეზა

პოლონეთის ქალაქ იოვორზნოში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის – IFA ს ეგიდით, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 22 ქვეყნიდან სპორტსმენები იღებდნენ. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, 8 ათლეტის შემადგენლობით, რომელთა შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძეც იყო. ის პოლონეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია „არემჯი გოლდის’’ მხარდაჭერით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური […]

რომან გოცირიძე – საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი – შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს

საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი – შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში, მით უმეტეს, ახლა როდესაც მნიშვნელოვანი თამაში ელის ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს, ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით ბრძანებები ვინმეს მითითებით გამოსცეს. „კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი […]

რომან გოცირიძე – სამიტის ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც პირდაპირ ღია დემარშია – სალომე ზურაბიშვილის მიწვევა პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვის იყო

სამიტის ორგანიზატორებმა არ მიიწვიეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც პირდაპირ ღია დემარშია – სალომე ზურაბიშვილის მიწვევა პოლიტიკურ-სიმბოლური დატვირთვის იყო, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც შვეიცარიაში გამართული უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები შეაფასა. მისი თქმით, უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობის გამოხატულება, სალომე ზურაბიშვილის ყოფნით, ქვეყნის პოლიტიკური რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია. „ხაზგასასმელია ის ფაქტი, […]

„ევროპული საქართველო“ ოპოზიციას ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას სთავაზობს

საქართველოს თავისუფალ და უსაფრთხო ევროატლანტიკურ ოჯახში დასაბრუნებლად, „ევროპული საქართველო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას სთავაზობს. ამ საკითხზე პარტიამ საჯარო მიმართვა უკვე გაავრცელა. „სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო, მეორე მხრივ – სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაშია“ წარმოდგენილი. […]