საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი თბილისის შვიდკაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, გუნდის შემადგენლობაში არიან: თემურ ცხოვრებაძე, ბექა ჯინჭველაძე, ერეკლე თათარაშვილი, არჩილ იაშაღაშვილი, ლეგური ჭიჭინაძე, ნიკა შველიძე, დავით ბოჭორიძე, ნიკა ტაბატაძე, ირაკლი ტაბატაძე, ნიკა გოგლიძე, მიშო მალაციძე და ნიკა გოდერიძე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საუნივერსიტეტო შვიდკაცა რაგბის ტურნირი საუნივერსიტეტო სპორტის […]

ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელობის კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. სააგენტო dpa-ს წყაროების თანახმად, დიპლომატებს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის არჩევა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუ ყოველ 2.5 წელიწადში. მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობას მეორე […]

საფეხბურთო კლუბ „ტყიბულის მეშახტეს“ 70%-იანი წილი ნახევარ ფასად იყიდება – რა ვალდებულება ეკისრება ინვესტორს?

საფეხბურთო კლუბ „ტყიბულის მეშახტე“-ს 70%-იან წილს ტყიბულის მუნიციპალიტეტი აუქციონზე 64 000 ლარად ყიდის. აუქციონის პირობების მიხედვით, კლუბის საწყისი ღირებულება 127 740 ლარს შეადგენს, თუმცა ის აუქციონზე, რომელიც 20 ივნისს დასრულდება ნახევარ ფასად იყიდება. საფეხბურთო კლუბის შეძენის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია: ა) ხელი შეუწყოს ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას, რაც უნდა გამოიხატოს დამტკიცებული ახალგაზრდული ჯგუფების, გუნდების, /კლუბების მწვრთნელებისა […]

ისტორიაში მე-18-ედ – “ბოსტონ სელტიქსი” NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურ სერიაში “ბოსტონ სელტიქსმა” 106:88 დაამარცხა (4:1) და NBA-ს ჩემპიონი ისტორიაში მე-18-ედ გახდა. “მწვანეებმა” აღნიშნული ტიტულის მოგება ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეძლეს და ამ მაჩვენებლით “ლეიკერსს” გადაასწრეს. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრაუნი გახდა, “ბოსტონის” კალათბურთელი სუპერფინალურ სერიაში საშუალოდ 20.8 ქულას, 5.4 მოხსნას და 5.0 ასისტს აგროვებდა. “სელტიქსი” NBA-ს გამარჯვებული 2008 წლის შემდეგ […]

როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას

რუკაზე აირჩიო სასურველი ქვეყანა, იყიდო ბილეთი, აიღო ზურგჩანთა და წახვიდე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილის აღმოსაჩენად, ახალი თავგადასავალის დასაწყისია. მოგზაურობა წელიწადის ყველა დროს ახალი გამოცდილება და ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებისგან ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. მნიშვნელობა არ აქვს სად, რა მიზნით ვმოგზაურობთ, რადგან ნებისმიერი ვოიაჟი ახალი შთაბეჭდილებებით გვავსებს და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის, გარემოს და ხალხის გაცნობა, […]

ირაკლი კობახიძე – დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. „დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე […]

კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები – წიგნის პრეზენტაცია BTU-ში

კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები – ეს არის მთავარი თემა მონოგრაფიის, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU-ის აფილირებულმა პროფესორმა და საჯარო მმართველობის დოქტორმა ვლადიმერ სვანაძემ წარადგინა. მონოგრაფიაში აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება კიბერუსაფრთხოების კუთხით და სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში. როგორც მონოგრაფიის ავტორი განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ კიბერუსაფრთხოების შესახებ ქართულენოვანი გამოცემების დეფიციტია, […]

არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვლადიმერ პუტინის ე.წ. სამშვიდობო გეგმაზე – ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას, ძირითად მორალს, ძირითად საღ აზრს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა. „კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება, რომელიც უკრაინას მოუწოდებს, დათმოს უფრო მეტი სუვერენული ტერიტორიები, ვიდრე რუსეთს ამჟამად, მოლაპარაკებების დაწყებამდე აქვს ოკუპირებული. პრეზიდენტმა პუტინმა მოსთხოვა უკრაინას, განიარაღებაზე დათანხმდეს, რათა ის დაუცველი იყოს რუსეთის მომავალი აგრესიისგან. […]

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს 2 700 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ […]