გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ ტექ ლიდერი– მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი, აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა, […]

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. “18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”. […]

თბილისის მერია – თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ლილე ლიპარტელიანი – ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნებართვა მისცა და GWP-ის გაასხვისებინა წყლის რეზერვუარები, შედეგად თბილისისა და მცხეთის მოსახლეობა, წყლის ავარიული გამორთვის დროს, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნებართვა მისცა და GWP- ის გაასხვისებინა წყლის რეზერვუარები, შედეგად თბილისისა და მცხეთის მოსახლეობა, წყლის ავარიული გამორთვის დროს, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა უბნებში წყლის რეზერვუარები გასხვისებულია, რომელიც სხვადასხვა დროს გაიყიდა და ერთ შემთხვევაში რეზერვუარების ადგილას სამშენებლო ნებართვაა […]

ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე – საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება

საფრანგეთის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება, – ამის შესახებ მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე არც უძლური ვიქნები და არც რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე. ქვეყნის სამართავად აბსოლუტური უმრავლესობა მჭირდება. ვინ დაიჯერებს, რომ ჩვენ ფრანგების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა პლურალიზმთან კოჰაბიტაციით შეგვიძლია? არავინ. მივმართავ ფრანგ ხალხს: იმისთვის, რომ გამოგვცადოთ, ჩვენ […]

დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო დღის მეორე ნახევრიდან ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია […]

როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა დინამიკას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით?

ვინ არის ჩემი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებელი? – ესაა შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. როცა ბიზნესს ქმნი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, თუმცა ეს, ამავე დროს, მუდმივი პროცესიცაა, რადგან დინამიკურ სამყაროში ადამიანების ინტერესები ხშირად იცვლება. დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს და აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, ეს ყველაფერი კი […]

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

18 ივნისს რუსეთის ფედერაციის თათრეთის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გაზეთი “კომერსანტი” ადვოკატზე დაყრდნობით წერს. ჟურნალისტის დამცველმა განმარტა, რომ ალსუ კურმაშევას სურდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა „შინაპატიმრობაზე მაინც“. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, აღნიშნავს Idel.Realii. ამდენად, რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რიზვან იუსუპოვმა კანონიერად ცნო ყაზანის სოვეცკის რაიონული […]

ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილზე, მეწყერი ჩამოწვა

ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მოსული წვიმისა და სეტყვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ მიზეზით ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელი იყო. ინფორმაციას ავრცელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია. მეწყრული პროცესები განვითარდა ხუთ ადგილზე. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია – ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ბოძებია დაზიანებული. როგორც მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაწმენდილია სტიქიის ზონის […]