სააგენტო: მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე რეგიონში წვიმა, ზოგან ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. “18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია […]

აკია ბარბაქაძე – ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვალდებული ვართ ერთიანი მტკიცე პოზიციით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ხელი აიღოს საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლების ნგრევაზე

„ევროპულ – დემოკრატიული ერთობის“ ლიდერი აკია ბარბაქაძე „ ქართული ოცნების“ მიერ „სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლების ნგრევის ინდიკატორებზე“ საუბრობს და სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდებს, პოლიტიკური საბოტაჟისგან დაიცვან ამერიკის და საქართველოს მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობა. აკია ბარბაქაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ არ შეწყვიტოს სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა და 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს თანამშრომლობა, კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად […]

პროფკავშირების გაერთიანება – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

პროფკავშირების გაერთიანების პოზიციების გათვალისწინებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების კომიტეტი საქართველოს მთავრობას ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების კუთხით არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ეფექტური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. პროფკავშირების ცნობით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტიური ადვოკატირების შედეგად, 2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული ქალსა და კაცს თანაბარი სამუშაოს […]

„პალიტრა მედიას“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ესტუმრა

„პალიტრა მედიას“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი სტუმრობდა. ელჩი მედიასახლის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, „პალიტრა მედიის” მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. „პალიტრა მედიაში“ სტუმრობის დროს ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მოკვლევა-შესწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილე მხარეებისგან არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განაცხადებით, გაზრდილი პოლარიზაციის პირობებში აპარატის მიმართ დიდი მოლოდინებია, […]

სემეკი – თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია

თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან „სმს“ შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. „თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან […]

რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება, ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი, ფიასკოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია მარცხს აუცილებლად იწვნევს ოქტომბერში. „ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან […]

რობაქიძის გამზირზე ასფალტის საფარი წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე ასფალტის დაგების სამუშაოები რობაქიძის გამზირის N7-ის მიმდებარედ ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 1000 კვ.მ ფართობის ტროტუარზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.

“ლუკაკუ პრობლემა სულაც არაა, მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა” – კიელინიმ ბელგიელი დაიცვა

გუშინ, 17 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიის ნაკრები სლოვაკეთთან სენსაციურად (0:1) დამარცხდა. მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა გამოუყენებელი მომენტების გამო ბელგიელთა ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს. ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ კი ლუკაკუ დაიცვა. “მან უამრავი შანსი თავად შეიქმნა, გოლების გატანაც მოახერხა, თუმცა გაუუქმეს. ბელგიელი რომ ვიყო, ლუკაკუს ნამდვილად არ გავაკრიტიკებდი, ის არა პრობლემა, არამედ გამოსავალია. […]

სემეკი: თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია

ქ. თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. ქ. თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ […]