ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „წუხელ მოსული უხვი ნალექის გამო (წვიმა,სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კერძოდ (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა. დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის […]

„წისქვილი ჯგუფი“ EURO 2024-ის პერიოდში მოგების 20%-მდე ზრდას ელოდება

„წისქვილი ჯგუფი“ EURO 2024-ის პერიოდში მოგების 20%-მდე ზრდას ელოდება. ამის შესახებ „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანანო თავხელიძემ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისში მდებარე “ლუდის მოედანი”, წყნეთისა და მცხეთის ფილიალები დღევანდელი მატჩის დროს 100%-ით დაჯავშნილია, თუმცა სხვა თამაშებისთვის წინასწარი ჯავშნების მიღება ისევ გრძელდება. „ევრო 2024“ წელს, ყველა ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატი, ამიტომ […]

იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნოსუკე იოშიჰარა (Ryunosuke Yoshihara) უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის […]

როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა დინამიკას საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით?

ვინ არის ჩემი პროდუქტის ან სერვისის მომხმარებელი? – ესაა შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. როცა ბიზნესს ქმნი, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, თუმცა ეს, ამავე დროს, მუდმივი პროცესიცაა, რადგან დინამიკურ სამყაროში ადამიანების ინტერესები ხშირად იცვლება. დღეს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ირჩევს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს და აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, ეს ყველაფერი კი […]

გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოს 2024 წლის ფინალისტები ცნობილია! (რ)

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს. ფინალისტები 5 კატეგორიაში გამოვლინდნენ: ტექ ლიდერი- მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი, აღმოჩენა ახალ თაობაში- ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა, […]

ქინქლაძე ფეხბურთელებს: გახსოვდეთ, რომ თქვენთან ერთად ატარებთ თითოეული ქართველის ოცნებებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს: სავსე ვარ სიამაყითა და თქვენი შესაძლებლობების რწმენით. ჩემმა საფეხბურთო მოგზაურობამ ბევრჯერ დამარწმუნა, რომ ფეხბურთი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. ეს არის ძალა, რომელიც აერთიანებს, შთააგონებს და იმედი მოაქვს. დღეს, როცა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოსადგენად ემზადებით, გახსოვდეთ, რომ თქვენთან ერთად ატარებთ თითოეული ქართველის ოცნებებსა და მისწრაფებებს. ევროზე წარმატება არ არის მხოლოდ მატჩების მოგება, […]

ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო

ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მოიპოვა, რითიც ის გახდა ერთადერთი აკადემიური პროგრამა საქართველოში, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭა. აფილირება ნიშნავს, რომ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა აკმაყოფილებს CFA-ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამით მიერ დადგენილ გლობალურ „ოქროს სტანდარტს“. ეს სტანდარტი მოწმობს, რომ სტუდენტმა მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის განათლება ფინანსებში, რაც აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიოში. ამ აფილირების საშუალებით, […]

პროკურატურის ინიცირებით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ხელი მოეწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, 2024 წლის 17 ივნისს, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ხელი მოეწერა. აღნიშნული სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების […]

დავით მათიკაშვილი – ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა

ერთ დროს „თაღლითებს“ და „თვალთხარიებს“ ეძახდნენ ეს ხალხი ერთმანეთს, დღეს ნაწილს მეორესთან ურთიერთობა და კონტაქტი უნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. მათიკაშვილის განცხადებით, ეს საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. „პოლიტიკური ამორალურობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია – ერთ დროს […]

ავიაკომპანია Ajet-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის მიმართულებით დაამატებს კვირაში 7 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 14 სიხშირით, დღეში ორჯერ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, AJet-ს […]