“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკურ პრაქტიკას გადიან

“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის 10 ქართველი სტუდენტი, “გერმანიის ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის” ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს. მათი ცნობით, დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტები “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ. „სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით გადიან სტაჟირებას, რაც ხელს უწყობს მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას […]
გენადი არველაძე – ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო სხდომა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. გენადი არველაძის თქმით, 2014 წელს ასოცირების […]
კიევში თავს დაესხნენ და დაჭრეს ყაზახი ოპოზიციონერი ჟურნალისტი

სამშაბათს კიევში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს და შემდეგ მიიმალა. უკრაინის პოლიციის ცნობით, ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. პოლიციამ განაცხადა, რომ კაცთან ერთად მანქანაში იყო მისი ცოლი, რომელიც სროლის შედეგად არ დაშავებულა. პოლიციას დაზარალებულის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ ადგილობრივმა ბლოგერებმა ტელეგრამის არხებით გაავრცელეს ცნობა, რომ თავდასხმა მოხდა ყაზახ ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე, რომელიც ცნობილია […]
,,ორი ვარიანტია: ან ხვიჩა კვარაცხელიას გააქვს გოლი, ან…” – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია სახუმარო პოსტს წერს: ,,წუხელ ბებიაჩემი (დედაჩემის დედა), ცხონებული ტანია კვარაცხელია მესიზმრა, ხელი დამიქნია და გამიღიმა. ორი ვარიანტია: ან ხვიჩა კვარაცხელიას გააქვს გოლი, ან ტანიას თავისთან მივყავარ.“
ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან ქვეყნის მოქალაქეთა მიგრანტ მეუღლეებს დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან დაიცავს ქვეყნის მოქალაქეების მიგრანტ მეუღლეებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს პოლიტიკა მიმართულია ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ და აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში ლეგალურად იმყოფებიან. საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ ასეთ […]
რუსი ოფიციალური პირების თქმით, ხარკივის რეგიონში უკრაინა დამატებით ძალებს გზავნის

17 ივნისს, რუსული მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკივის რეგიონის ნაწილებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ რეგიონის ხელში ჩაგდებას და მის სრულ კონტროლს მოსკოვი ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისიდან ცდილობს. რუსები ამბობენ, რომ უკრაინა სულ უფრო მეტ სამხედროს აგზავნის ხარკივში რაიონში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი შეეცდება წინ წაიწიოს ფრონტის ხაზზე უკრაინაში დასავლური აღჭურვილობის, […]
პუტინმა თავდაცვის მინისტრის 4 მოადგილე შეცვალა

რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გაატარა. 17 ივნისს, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობა დაატოვებინა თავდაცვის მინისტრის ოთხ მოადგილეს და ერთ-ერთის ადგილზე საკუთარი ბიძაშვილის შვილი დანიშნა. მანამდე, მაისში, უკრაინასთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, მოულოდნელად გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელსაც ეს თანამდებობა დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. პუტინი მსგავს ნაბიჯებს კორუფციისგან წმენდის აუცილებლობით და ეკონომიკის უფრო ეფექტიანი […]
რობინ დანიგანი – შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას

ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა – იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და […]
რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე – ჩინეთის კომუნისტური პარტია რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს – ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?

CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში […]
დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელ მებრძოლს თავი მოჰკვეთეს

დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროს თავი მოჰკვეთეს. უკრაინულმა პროკურატურამ დანაშაულის გამოძიება დაიწყო. დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციის საჰაერო დაზვერვისას უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის თავდაცვის ძალების დაზიანებული ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს. ერთ-ერთ ჯავშანმანქანაზე უკრაინელი ჯარისკაცის მოკვეთილი თავი იყო. მომხდარის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა სოციალურ ქსელში დაპოსტა. “რუსეთის ფედერაციის კრიმინალური პოლიტიკის მორიგი შემზარავი მტკიცებულება, რომელიც […]