საფრანგეთმა სომხეთს ჰაუბიცები გადასცა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სომხეთისთვის CAESAR-ის თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდების შესახებ. ლეკორნუმ შეთანხმება 18 ივნისს, პარიზში სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა და მას ორი ქვეყნის ურთიერთობაში “ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა. მისი თქმით, პარიზი აგრძელებს ერევანთან თავდაცვის ურთიერთობების გაძლიერებას. CAESAR არის თვითმავალი 155 მმ, 52 კალიბრის […]
კრემლი ამბობს, რომ აშშ-თან გერშკოვიჩის შესაძლო გაცვლაზე კონტაქტი აქვს

ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ჰქონდა კონტაქტი პატიმრების შესაძლო გაცვლის თაობაზე, რომელიც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნლისტ ევან გერშკოვიჩს შეეხება, მაგრამ რუსეთი დეტალებზე არ საუბრობს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს და შეერთებულ შტატებს ამ საკითხზე კონტაქტი ჰქონდათ. პესკოვმა თქვა, რომ კონტაქტები „მიმდინარეობს, მაგრამ ის სრულ სიჩუმეში უნდა გაგრძელდეს… შესაბამისად ამ […]
სტოლტენბერგი: წელს ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თავდაცვაზე მინიმუმ მშპ-ს 2% დახარჯავს

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი, ამბობს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები თავდაცვით ხარჯებს ზრდიან. იენს სტოლტენბერგის განმატებით, წელს ალიანსის 20-ზე მეტი ქვეყანა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს ან მეტს დახარჯავს. სტოლტენბერგი აქვე განმატავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვითი შესაძლებლობების […]
წყლის შეწყვეტის გამო სილამაზის სალონებში ჯავშნები გაუქმდა – სალონების ფედერაცია

“გარკვეული უბნები წყლის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ამ უბნებში არსებული სილამაზის სალონები წყლის გარეშე ვერ იარსებებენ”, – ამის შესახებ “სილამაზის სალონების ფედერაციის” დამფუძნებელმა განაცხადა. თამუნა შარაშენიძემ BMG-სთან აღნიშნა, რომ სილამაზის სალონების ნაწილში ჯავშნები გაუქმდა.
კანონმდებლობით ენერგეტიკაში ასოცირებით აღებული ვალდებულებების 80% შესრულებულია – გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ერთობლივი გასვლითი სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) […]
კახეთში 4 მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს – „საქართველოს გზები“

„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს: ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი; საგარეჯოს შემოვლითი გზა; საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი; ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა; ოთხივე პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 1100-ზე მეტი ადგილობრივია. პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან კახეთის ტურისტულ ობიექტებამდე მგზავრობის დრო ბევრად შემცირდება და გადაადგილება უფრო კომფორტული […]
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, დალი შალვაშვილმა მაკულატურაში უნიკალური ფოტოები იპოვა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, დალი შალვაშვილმა ეს უნიკალური ფოტოები მაკულატურაში იპოვა. ქალბატონი დალი უკვე წლებია მაკულატურას ამუშავებს. შედეგად, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის დანაკლისი იქ აღმოჩენილი უნიკალური ბიბლიოგრაფიული ერთეულებით ივსება. „გასული საუკუნის დასაწყისში გადაღებული ეს ფოტოები, სავარაუდოდ, საოჯახო ალბომიდანაა. ფოტოების ვერსიებზე გაკრული ხელით მიწერილ ცნობებს ვკითხულობთ – „1917 წელი“, „ნიკიფორე პეტრიაშვილი“, „სიმონ მეტრეველი“, „სახსოვრად საყვარელ დას“ […]
აშშ-ის ელჩი – ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ – დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს

ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ – ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას ,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ის ესწრებოდა საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში და გამარჯვების მომენტი გაიზიარა ქართველ გულშემატკივართან. „ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის […]
რობინ დანიგანი – ვაპირებ ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით აშშ-ში ჩავიდე – ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, შემდეგ კვირას ქართველი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით ვაშინგტონში გაემგზავრება. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტა, ვიზიტის მიზანია ორმხრივი ბიზნესკავშირების გაღრმავება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. „მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ […]
საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები პრესკონფერენციას გამართავენ

19 ივნისს, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები ნიკოლოზ წიქარიძე და გიორგი ბიძინაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციის თემა არქეოლოგიური ნებართვების კანონიერი მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებაა, რაც მკვლევარების განცხადებით, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად და პროფკავშირული ნიშნით დევნად ფასდება. საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, […]