ბარი სრულად დაჯავშნილია, თუმცა წინა თამაშებთან შედარებით მომართვიანობა ნაკლებია, რადგან გულშემატკივრები გერმანიაში არიან – „დროშები ჩქარა“

დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში ისტორიულ მატჩს გამართავს და „BVB არენაზე“, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქომაგების ნაწილი გერმანიაში ნაკრების მხარდასაჭერად უკვე გაემგზავრა, მოქალაქეების ნაწილი კი ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ახლაც, როგორც მარტის შემთხვევაში უკვე მოეწყო სხვადასხვა სივრცეები ბარებსა და რესტორნებში, რომლებიც მომხმარებლებს ფეხბურთის მათთან ყურებას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია ბარი „დროშები ჩქარა“, როგორც მისი […]

ქართველი გულშემატკივრები გერმანულ პოლიციას დაუპირისპირდნენ [VIDEO]

ქართველი გულშემატკივრები გერმანულ პოლიციას დაუპირისპირდნენ. “ტაბულას” რეპორტიორის ცნობით, დაპირისპირება ერთი ადამიანის დაკავებას მოჰყვა. პოლიციამ ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ დაკავებულმა პიროტექნიკა ისროლა, რისი გამოყენებაც დორტმუნდში აკრძალულია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. წყარო: ტაბულა

აშშ-ის ელჩი – ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს, როგორც მტერს

ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიო იყო […]

დისტრიბუტორები მარკეტებს წყალს საღამოს საათებშიც მიაწვდიან – გადაწყვეტილება

თბილისის ნაწილში წყლის მიწოდების შეწყვეტამ, ქსელურ მარკეტებში წყალზე მოთხოვნა გაზარდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ბოლო ორ დღეში სასმელ წყალს იმ უბნებშიც ყიდულობენ, სადაც წყლის მიწოდება არ შეწყვეტილა. ქსელური მაღაზიების ნაწილში, მომხმარებლებისთვის გამოყოფილ ადგილებზე სხვადასხვა ბრენდის წყალი ყუთებით ალაგია.

ევროკომისიამ უკრაინისთვის დახმარების კონტროლისა და კორუფციის აღკვეთისთვის სპეციალური ორგანო შექმნა

უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში ევროკომისიამ აუდიტორიული კომისია შექმნა, რომელიც უკრაინულ ორგანოებს უნდა დაეხმაროს კიევისთვის გადაცემული დახმარების გამოყენების კონტროლში, ასევე თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთან კონფლიქტის აღკვეთაში. ევროკომისიის მიერ 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას დაქვემდებარებული ახალი ორგანო დაკომპლექტდება სამი წევრისგან და 2028 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. ის ბრიუსელში იქნება განთავსებული, […]

“თამაშამდე დორტმუნდის ქუჩები წითელი და თეთრია” – მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიაში მყოფი თურქი გულშემატკივრების ვიდეო ვრცელდება [VIDEO]

დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გთავაზობთ თურქი გულშემატკივრების ვიდეოს ქალაქ დორტმუნდიდან. ვიდეო: A Spor

მაჩალიკაშვილის საქმე არ გაგრძელდება, ოჩიგავას საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყება – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვის შემდეგ, მიზანშეუწონლად ჩათვალეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების გაგრძელება. საპირისპიროდ, სამსახურმა აკაკი ოჩიგავას საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, “ცინცაბაძის […]

კიევში ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულ ჟურნალისტს ესროლეს

კიევში, ყაზახ ჟურნალისტს აიდოს სადიკოვს ესროლეს. 56 წლის სადიკოვი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიევის საქალაქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. „წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირი ცეცხლსასროლი იარაღით, მივარდა მანქანასთან, რომელშიც მსხვერპლი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ და მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მცდელობა შევჩენკოვის რაიონში მოხდა, არც ისე შორს სახლიდან, სადაც წყვილი […]

„ვინც გერმანიაში ვერ წახვედით, გელოდებით ჩვენთან – ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენ გუნდს 3014 მეტრიდან“ – ალტიჰატი

დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩის საყურებლად საქართველოში არსებული კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები მომხმარებელს სპეციალურ სივრცეს სთავაზობენ. გამონაკლისი, არც ყაზბეგში ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, მყინვარის ენაზე მდებარე ალპური სასტუმრო „ალტიჰატია“ „ვინც გერმანიაში ვერ წახვედით, გელოდებით ჩვენთან – ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენ გუნდს 3014 მეტრიდან“ წერს ალტიჰატი. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ალტიჰატის“ დამფუძნებელი […]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თორნიკე შენგელია შეუერთდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის საწვრთნელ შეკრებას, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი საიმისოდ, რომ გუნდი მაღალი დონის ტურნირისთვის მოემზადოს. ჩვენს ნაკრებს 17 ივნისს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელიც ბოლონიიდან მანქანით ჩამოვიდა და მწვრთნელ-მოთამაშეები მორიგი ვარჯიშის დაწყებამდე მოინახულა. მოგეხსენებათ, შენგელიამ მომქანცველი სეზონი 2 დღის წინ დაასრულა […]