GWP-ს დირექტორი: სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება, ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ

24-საათიან რეჟიმში მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ იმ პუნქტს, სადაც დაზიანებული მონაკვეთია, სამუშაოების დაწყებიდან საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მონიტორინგთან, რომელიც ჩვენს კონტრაქტორებთან მუშაობს. ჩვენი პრიორიტეტია, სამუშაოები მაქსიმალურად მალე დასრულდეს, რომ მოსახლეობას წყალი მივაწოდოთ, თუმცა, სამუშაოებს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ამბობს ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი, ხოსე […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირთან ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 2023 წლის ნოემბერში შევიდა, მაისში კი მეორე მოსმენით მიიღეს. იგი ითვალისწინებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით მოქმედი პროცედურის ნორმირებას, კერძოდ, შეიცავს უკრაინისა და ევროკავშირის საერთო როუმინგული სივრცის […]

თურქეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. მატჩი დორტმუნდში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში თურქეთს შეხვდება. მატჩამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, ტრიბუნებზე ქართველი და თურქი ფანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიდეო: Geo Team შეფარდება ჩვენი და მათი ყოველთვის ერთი 7-8 იყო და არასოდეს შეგვშინებია. ჩვენები ახლაც იყოჩაღებენ მჯერა. ქართველებო გაიხარეთ მანდ ბიჭების მხარდაჭერისათვის. მადლობა თქვენ. ❤️

„წყლის ერთი კვირით შეწყვეტა, კოლაფსია… რესტორნები და სასტუმროები დაიხურება“ – რესტორატორი

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ წყლის მიწოდების შეწყვეტამ რესტორნების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. შოთა ბურჯანაძის თქმით, ობიექტების წარმომადგენლები წყალს ყიდულობენ და მარაგს ავსებენ. „რესტორნებში წყალს ყიდულობენ და საქმიანობას ამ მარაგებით ასრულებენ. ტექნიკურად ძალიან რთული სიტუაციაა. წყალი მხოლოდ და მხოლოდ კერძის მოსამზადებლად არ არის საჭირო. მნიშვნელოვანია ჰიგიენის კუთხითაც. შესაბამისად, საკითხი მარტივად გადასაჭრელი არ არის. წყალი იმდენად დიდი […]

გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს

გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს. დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელი თამაში ისტორიული მოვლენაა. „საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დორტმუნდში პირველად ითამაშებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული მოვლენაა. საელჩოც მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას და ქართველებს დღეს წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია […]

საქართველოს პრეზიდენტი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – თურქეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს” , – ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში […]

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მაისის თვის შედეგები: მათი ცნობით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა […]

კაია კალასი, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი ხელმძღვანელი გახდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, სავარაუდოდ, ევროკავშირის მომავალი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი გახდება. თუმცა, ზოგიერთი შეფასებით მისმა მკაცრმა პოზიციამ რუსეთთან დაკავშირებით შესაძლოა გააჩინოს ეჭვი, შეუძლია თუ არა მას წარმოადგინოს შეხედულებები მთელი ბლოკიდან. ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართა. ეს მათი პირველი შეხევდრაა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ და ის ფოკუსირებულია ბლოკის მთავარ თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვაზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ […]

ესტონეთმა რუსი პროფესორი ჯაშუშობისთვის გაასამართლა

ესტონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ივნისს, ტარტუს უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს 6 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რუსეთის მოქალაქე, პოლიტიკის თეორიის ყოფილი პროფესორი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულში ამხილეს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიაჩესლავ მოროზოვი იანვარში დააკავეს და დაადანაშაულეს ესტონეთის შიდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ […]