ესტონეთმა რუსი პროფესორი ჯაშუშობისთვის გაასამართლა

ესტონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ივნისს, ტარტუს უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს 6 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რუსეთის მოქალაქე, პოლიტიკის თეორიის ყოფილი პროფესორი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულში ამხილეს.
ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიაჩესლავ მოროზოვი იანვარში დააკავეს და დაადანაშაულეს ესტონეთის შიდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, რომ მოროზოვი რუსეთს გადასცემდა ინფორმაციას ქვეყნის პოლიტიკური ვითარების, მოკავშირეებთან ტალინის ურთიერთობის, ინტეგრაციისა და სოციალური კუთხით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მაუწყებელს იანვარში უთხრა, რომ მოროზოვმა ეს მასალა რუსეთის სპეცსამსახურებს გაუზიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო