„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიობუს სიფლებში საგურამო, ზედაზენი, წეროვანი, ახალსოფელი და […]

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა – კომპანიები, რომლებშიც იანვარ-მარტში ყველაზე მეტი თანხები ჩაიდო

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებს ყველაზე დიდი წილი უკავია. იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო და თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კომპანიების ჩამონათვალი, სადაც თურქეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ასეთია: · შპს ტექნოჰაუს; · შპს ტავ ურბან საქართველო; […]

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. „ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ, აშშ-ისა და მისი თანამგზავრების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ “, – აღნიშნა პუტინმა. მან მადლობა […]

ლვოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო

უკრაინის ლვოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თავდასხმის გამო, გასული ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მალეხოვის რაიონში დაჭრილია სულ მცირე ერთი ადამიანი, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი და ხუთი საოფისე შენობა. ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი დრონი […]

ლვოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ლვოვში დრონებით თავდასხმის შედეგად, 70 წლის მამაკაცი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის განცხადებით, მალეხოვის თემში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლები დაზიანდა დაზიანებულია საოფისე ფართიც. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადებული იყო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესისა და ვინიცის ოლქებში. რუსების მიერ გაშვებულმა დრონებმა […]

ოლაფ შოლცი – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს. ვიტენბერგში, ამ მიწების მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ შარშან “შორსმიმავალი გადაწყვეტილებები” მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს“, – განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა გერმანიაში მიგრანტების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე. […]

იენს სტოლტენბერგი – ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს – მათ შეერთებული შტატების, ნატო-ს მარცხი სურთ

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატო-ს […]

ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. პორტუგალიამ ჩეხეთს მძიმე მატჩში ძლივს სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. ჩეხებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, 62-ე წუთზე კი პროვოდმა დააწინაურა. თუმცა, მალე პორტუგალიელებმა გრანაჩის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე რონალდოს თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ჟოტამ დაასწრო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი […]

20 წ. | “უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ

“უმცროსი ბორჯღალოსნები” დღეს საღამოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. საქართველო ბ ჯგუფში ითამაშებს და 29 ივნისს ავსტრალიას (18:30 საქ. დრო), 4 ივლისს ირლანდიას (16:00), ხოლო 9 ივლისს იტალიას (18:30) შეხვდება. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას “უმცროსი ბორჯღალოსნები” და ვინ იქნება მისი მეტოქე […]

ნეთანიაჰუს თქმით, ბლინკენი დაჰპირდა, რომ აშშ შეიარაღების მიწოდებაზე შეზღუდვებს მოხსნის

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იგი დაარწმუნა, რომ ამერიკა ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე შეზღუდვებს მოხსნის. “როდესაც მდივანი ბლინკენი ახლახან ისრაელში იყო, ჩვენ გულწრფელი საუბარი გვქონდა, მე ვუთხარი, რომ ღრმად მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-მ ისრაელს [ჰამასთან] ომის დაწყებიდან გაუწია”. – თქვა ნეთანიაჰუმ. თუმცა, ისრაელის პრემიერის თქმით, მან […]