მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის – კობახიძე

მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!“ – წერს კობახიძე. საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. მატჩში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო […]
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი –

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8625 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8689 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0680 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0723 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.
ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება – კახა კალაძე

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე – ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, – წერს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება. როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარდგება. „ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების […]
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. “კვარას” თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. “ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო”, – განაცხადა […]
დღეს ღირსი დოდო გარეჯელის ხსენების დღეა

ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი დოდო გარეჯელის (VI) ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში. როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად […]
გვქონდა ბევრი მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არაფერი, გავაგრძელებთ შრომას – გიორგი ქოჩორაშვილი

რა თქმა უნდა, სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა, – ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა. „თამაშიდან გამომდინარე, გვქონდა ბევრი მომენტი, რომლის გამოყენებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყოველივე ქართველს, რომელიც გერმანიაში ჩამოვიდა, დაგვაფასა და ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორით […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს. რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის თავდაცვის […]
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის – რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები და რატომ გახდა ხუთი წლის წინ დაწყებულ რეფორმაში ცვლილებების განხორციელება საჭირო – ამ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა. – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ რეფორმა […]
პუტინისთვის „დიდად დასაფასებელია” კიმ ჩენ ინის მხარდაჭერა

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, დღეს, 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდად აფასებენ“ ამ ქვეყნის და მისი ლიდერის კიმ ჩენ ინის მიერ რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას, მათ შორის „უკრაინის მიმართულებით“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მეთაურების და სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკების გახსნისას პუტინმა ფხენიანის ამ მხარდაჭერას „თანმიმდევრული და უცვლელი“ […]
შრომის ბიულეტენში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხია შეკითხვაზე – კანონიერია თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრება დასაქმებულისთვის?

საქართველოს შრომის კოდექსის 41(4) მუხლის თანახმად, დამსაქმებელს ეკისრება კანონით განსაზღვრული (კანონისმიერი) პირგასამტეხლო დასაქმებულის მიმართ, კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. სხვა კანონისმიერი პირგასამტეხლოს სტანდარტი არ არის დაწესებული. თუმცა, პრაქტიკაში დამსაქმებლები დასაქმებულების მიმართ იყენებენ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს და ხელშეკრულებით აფიქსირებენ დასაქმებულის მხრიდან გადასახდელი თანხის ოდენობას (მაგალითად, დასაქმებულმა […]