პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. პუტინს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანის აეროპორტში პირადად დახვდა და გადაეხვია, რის შემდეგაც, ავტოკოლონამდე მისვლამდე, დიქტატორებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისაუბრეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. პუტინის დელეგაციის წევრები ასევე რუსეთის ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი […]

წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშით – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი შეაფასა. „შეუძლებელია, წაგებით კმაყოფილი და გახარებული ვიყო, მაგრამ ჩვენ დღეს არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რა ფეხბურთიც ვითამაშეთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი გამოცდილებაა და განვითარებაში ეს მატჩები […]

ის არგუმენტი მიყვარს განსაკუთრებით, ვინ ჰკითხავს ამერიკას საქართველოს პარლამენტი რა კანონს მიიღებსო რომ ამბობენ – დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში. “ის არგუმენტი მიყვარს განსაკუთრებით, ვინ ჰკითხავს ამერიკას საქართველოს პარლამენტი რა კანონს მიიღებსო რომ ამბობენ. ჰო, აბა რა! ვინ ეკითხებოდა ამერიკას რა კანონებს იღებდა 1933 წელს გერმანელი ხალხის მიერ არჩეული რაიხსკანცლერი? ან რა უფლებით ეძახდნენ პოლიტპატიმრებს საბჭოთა კავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონმდებლობის სრული დაცვით იყვნენ გასამართლებულები? ვისი რა საქმე იყო რას […]

ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია – ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე თურქეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ისაუბრა: „ფინალური სტადიის საკადრისი შეხვედრა იყო. ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავები იყვნენ. თამაშის რთულ პერიოდებშიც კი მხარს გვიჭერდნენ. ეს გამარჯვება მათი დამსახურებაცაა. დღეს 52 წლის გავხდი და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო. კარისკენ 22-ჯერ დავარტყით. მეტი სიზუსტე გვმართებდა, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა, რაც ვნახე. VAR-ის მიერ არჩათვლილი […]

ბრიტანეთის საზღვაო ძალების თქმით, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში კიდევ ერთი გემი ჩაძირეს

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 18 ივნისს ჩაიძირა ხომალდი, რომელსაც წინა კვირას იემენელმა ჰუსიტებმა საზღვაო დრონითა და რაკეტებით დაარტყეს. ეს ჰუსიტების მხრიდან გემის ჩაძირვის მეორე შემთხვევაა, რაც დაჯგუფებამ რეგიონში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები დაიწყო. 12 ივნისს პროდუქტების გადასაზიდ ბალკერ “Tutor-ს” ჰუსიტების მიერ გაშვებული საზღვაო ფეთქებადი მოწყობილობა და რაკეტები მოხვდა, რის შემდეგაც ხომალდში წყალმა შეღწევა დაიწყო. საბოლოოდ, […]

პორტუგალიამ ჩეხეთს მძიმე მატჩში ძლივს სძლია

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა. ჩეხებმა პირველ ტაიმში მეტოქის შეტევები მოიგერიეს, 62-ე წუთზე კი პროვოდმა დააწინაურა. თუმცა, მალე პორტუგალიელებმა გრანაჩის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე რონალდოს თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე ყველას ჟოტამ დაასწრო, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი […]

მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის, ყველაფერი წინაა – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აფასებს. “მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!”- წერს ირაკლი კობახიძე.

ბათუმის ბაზარში მყოფ ნიკა გვარამიას ჭაჭა დაალევინეს, საჩუქრად კი მწნილი და ტყლაპი გადასცეს

ბათუმის ბაზარში მყოფ ნიკა გვარამიას ჭაჭა დაალევინეს, საჩუქრად კი მწნილი და ტყლაპი გადასცეს. ის პარტიის სხვა წევრებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს.

რუსულმა არხმა LIVE-დან ამოჭრა ქართველი გულშემატკივრების “პუტინ ხუილო” შეძახილები

რუსულმა არხმა Матч-ТВ-მა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ეთერის ჩანაწერიდან ამოჭრა მონაკვეთი, რომელშიც ქართველი გულშემატკივრები “პუტინ ხუილოს” ყვირიან. არხი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის მატჩს პირდაპირი ეთერით აშუქებდა. Telegram არხებზე გამოქვეყნდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ არხის პირდაპირ ეთერში ქართველი გულშემატკივრის შეძახილები გავიდა, რის შემდეგაც, ეს მონაკვეთი ამოჭრეს. During the broadcast of Turkiye -Georgia match on […]

NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სტოლტენბერგს მარკ რუტე ჩაანაცვლებს – მედია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია. მარკ რუტესთან დაკავშირებით აღნიშნული ცნობები ნიდერლანდების ეროვნულმა სამაუწყებლო კომპანია NOS-მა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა თანამდებობაზე რუტეს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მანამდე, მარტის თვეში უნგრეთის საგარეო […]