რას ასწავლის ჩინეთი პარტნიორი ქვეყნების ჟურნალისტებს და საჯარო მოხელეებს?

“პოლიცია პარტიის და ხელისუფლების დასაცავად, მედია არ უნდა იყოს კრიტიკული და ქვეყნის ერთობას უნდა შეუწყოს ხელი, კანონი ხალხზე მეტად ხელისუფლებას უნდა იცავდეს”, – ეს არის ამონარიდები პეკინის ოფიციალური დოკუმენტებიდან, რომელთა ნაწილი მიმდინარე კვირაში მკვლევრებმა გაასაჯაროვეს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა

გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩში გამართა. ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 1:3 დასრულდა. თამაშის პირველ ტაიმში ანგარიში მერთ მიულდიურიმ 25-ე წუთზე გახსნა, 32-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილის პასით გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში თურქეთის ნაკრები 65-ე წუთზე არდა გიულერიმ დააწინაურა, მესამე გოლი კი ქერემ აკტურკოღლუმ […]
როდის გაფორმდება სელექტიური კონტრაქტირები მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორში? – ჯანდაცვის სამინისტრო 105 დღის შემდეგ „კომერსანტს“ პასუხობს

სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიარო კლინიკებს შეეხო. ეს მექანიზმი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს. ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ – მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები და სხვა. სელექტიური კონტრაქტირება სამშობიაროების შემდეგ სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებზეც უნდა გავრცელებულიყო, თუმცა დღემდე […]
რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის – პუტინი

რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე განაცხადა. „ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი. შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის […]
გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი დღეს, შეეცადეთ, სამსახურში ნაკლებად მიიპყროთ ყურადღება, იმოქმედეთ გონივრულად და მოზომილად. კურო ნუ აჰყვებით ემოციებს, ახლა თავდაჭერილობა თქვენი საუკეთესო მოკავშირეა, ნუ შეეცდებით თქვენი შეხედულებების ტყვეობაში სხვების მოქცევას. ტყუპები ყურადღება გამოიჩინეთ საკვების მიმართ, სასურველია, მოერიდოთ ზღვის პროდუქტებს. შესაძლოა, სიახლეები სასიყვარულო ურთიერთობებში. კირჩხიბი კარგი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. მიზანდასახულობა წარამტების მომტანი იქნება, მაგრამ ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. […]
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის ხარისხის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს განუწყვეტლივ, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური […]
+35 გრადუსი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივნისს ქუთაისში +30 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ფოთში დღისით მზიანი ამინდი და +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით […]
რამდენი დღე დასჭირდება დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენას – GWP განცხადებას ავრცელებს

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება -“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. “მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა, რისი […]
პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2000 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, პუტინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი დახვდა. პუტინის ჩრდილოკორეული ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. დღეს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის უკვე დაიწყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრა.
პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენენ. 386-გვერდიან ანგარიშს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წარადგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2023 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი. ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის […]