20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ვარსკვლავები ვერძს ბიზნესსა და ფინანსურ სფეროში დახმარებას ჰპირდებიან. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად ან სამსახურის შესაცვლელად. დავალებას, რომლის შესრულება ადრე შეუძლებელი გეგონათ, ადვილად გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ცვლილებებს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ. ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა ყოყმანი იქნება – სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ. კურო ეს დღე თქვენს სოციალურ წრეში ცვლილებებს მოიტანს […]

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი გაიტაცა, სამძებრო სამუშაოები გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.

ბექა ლილუაშვილი – შეიძლება, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა – თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ!

შეიძლება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გადახედვის მესიჯბოქსის მიღმა, რეალურად, „ქართული ოცნების” მხრიდან ჩაფიქრებული იყოს ურთიერთობის შეჩერება, შეწყვეტა – მე აღარ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ, ისინი თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ასე გააგრძელონ! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადება შეაფასა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ, პირველად, […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა. ფორუმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს – საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერებისა და […]

სირიაში, აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად, ISIS-ის მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა

აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სირიაში ავიაიერიში განახორციელა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი თანამდებობის პირი, უსამა ჯამალ მუჰამედ იბრაჰიმ ალ-ჯანაბი დაიღუპა“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში. მათივე მტკიცებით, არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თავდასხმის შედეგად […]

გათანაბრება ბუფონთან – ნოიერის მორიგი შესანიშნავი კარიერული მაჩვენებელი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრები უნგრეთს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. თავისი გუნდის შემადგენლობაში ევროპირველობაზე მე-17 შეხვედრა ჩაატარა მანუელ ნოიერმა, რითაც ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი გაიმეორა და წესით, მეკარეებს შორის ამ რეკორდის მოხსნას წინ აღარაფერი დაუდგება. ევროპირველობაზე მატჩების აბსოლუტური რეკორდსმენი კრიშტიანო რონალდოა (27 შეხვედრა).

ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას

ოპოზიციას აქვს ურთულესი მდგომარეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. მათ საზოგადოებას უნდა უთხრან, ემხრობიან პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ეს არის ის დაკვეთა და ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მოდის, რომელიც არამც და არა, არ ლახავს ადამიანების უფლებების […]

რუსეთის საგარეო უწყება – დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მიდიან – ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას

სამხრეთ კავკასიაში დასავლური დღის წესრიგი რეგიონის ქვეყნების ინტერესებს ყოველთვის არ შეესაბამება, – ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი პარიზსა და ერევანს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას. „არარეგიონული ძალები სამხრეთ კავკასიაში საკუთარი დღის წესრიგით მიდიან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ შეესაბამება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებს. დღეს დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში მიდიან ღიად კონფრონტაციული […]

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ზუსტად 5 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“, როდესაც კრემლის საამებლად ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს

ზუსტად 5 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“, როდესაც კრემლის საამებლად ახალგაზრდებს თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს, სრულიად გამიზნულად. დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან მოვედი დავით ფარადაშვილთან ერთად, მას უჭირს გადაადგილება, სრულფასოვანი ყოველდღიური ცხოვრება, ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, რომ დათოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, 2019 წლის 20 […]