ვიეტნამის პრეზიდენტი – საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება

საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება, – ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა, ტო ლამმა ჰანოიში, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა. „ვიეტნამი რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას ულოცავს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთში პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობა ძლიერდება, ეკონომიკა აქტიურად ვითარდება, მოსახლეობის ცხოვრება უმჯობესდება, საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიცია და ავტორიტეტი სტაბილურად იზრდება“, […]

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, […]

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მოლარეს იარაღის მუქარით ფულს სთხოვდა

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა” – აცხადებს შსს. გამოძიება […]

კანადამ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ კანადის საჯარო უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანკმა დაადასტურა და ამ ნაბიჯს “ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი” უწოდა. გუშაგთა კორპუსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ცენტრია და მჭიდრო კავშირები აქვს აიათოლა ალი ხამენეისთან. კანადის საპარლამენტო ოპოზიცია და კანადაში ემიგრირებული […]

სულაკაურის გამომცემლობის რჩეული მასწავლებლების ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია (რ)

უკვე ოთხი წელია, სულაკაურის გამომცემლობა კამპანიას #მადლობამასწავლებელო ახორციელებს, რომლის მიზანი მასწავლებლების პროფესიის დაფასება და წინ წამოწევაა. ინიციატივის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. პროექტის ფარგლებში, გამომცემლობა ყოველწლიურად რჩეულ მასწავლებლებს ავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზებს გადასცემს. კონკურსის ფარგლებში მასწავლებლების შერჩევა სხვადასხვა დამსახურებების მიხედვით ხდება. მათ შორის, ახალგაზრდების მიმართ გამოხატული გამორჩეული ნდობისა და მათი თავისუფალი აზრის დაცვისთვის; მოზარდებისთვის თვითგამოხატვის […]

იონათამიშვილი ანტი-ლგბტ კანონზე: ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვისაა ნაკარნახევი

დღეს მე მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად. ეს ინიციატივა ერთგვარი ზნეობრივი სტანდარტის განმტკიცებისთვის არის ნაკარნახევი, ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, ვმუშაობდეთ ისეთ ინიციატივებზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის დროს, რაც ნაკარნახევია ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ჩვენ უნდა ვასრულებდეთ მათ დაკვეთას და ინტერესებს. ეს არის […]

„წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს” – ოთარ შამუგია

წელს ველოდებით მოცვის წარმოების და ექსპორტის გაორმაგებულ მაჩვენებელს, რაც ნიშნავს დაახლოებით 100-120 მლნ ლარის შემოსავალს ექსპორტიდან ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში კომპანია „აგროველის“ მოცვის ბაღში სტუმრობისას განაცხადა. „ვაგრძელებთ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს. ვისმენთ ფერმერების საჭიროებებსა და მოსაზრებებს, ვეცნობით მიმდინარე პროცესს. ახლა […]

მამარდაშვილის ყოფილი კონკურენტი სილესენი ლა ლიგას დაუბრუნდა

ლა ლიგის ბინადარმა “ლას პალმასმა” გვაუწყა, რომ “ნაიმეგენიდან” 35 წლის ნიდერლანდელი მეკარე იასპერ სილესენი დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამოცდილი ნიდერლანდელი ქართველ გულშემატკივარს ჯერ “ბარსელონადან” და შემდეგ კი უკვე განსაკუთრებულად “ვალენსიადან” ემახსოვრება, სადაც ის გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი იყო და სწორედ ქართველმა დააკარგვინა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რის შემდეგაც […]

ლისის ტბის მიმდებარედ 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი […]

წყლის კომპანიის ცნობით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები ექვს დღეში დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად, ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების […]