რომან გოცირიძე – ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ – მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის „რუსული კანონი 2“ – ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, ამიტომ მის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. „ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის “რუსული კანონი 2″. პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. […]

ბადრი ჯაფარიძე – „გავრილოვის ღამედ“ წოდებული 2019 წლის 20 ივნისი „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამე „ქართული ოცნების“ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია. „გავრილოვის ღამედ” წოდებული 2019 წლის 20 ივნისი “ქართული ოცნების “ მმართველობის არსის ზუსტი გამომხატველია, ის ეფუძნება ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ მაამებლობას და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ძალადობას!“ – წერს ბადრი […]

რომში ქალის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში სამართალდამცველებმა 32 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ქალის მიმართ სქესობრივი ძალადობა. ახალგაზრდა ქალის თანახმად, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კაცი აედევნა, კომუნალურ სამრეცხაო ოთახში მოულოდნელად დაესხა თავს და მასზე იძალადა. პოლიციამ, მსხვერპლის მონაყოლის შესაბამისად, სათვალთვალო კამერების დათვალიერების შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავა. ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი დევნის პროცედურები.

Open Air-ის გამო ლისის ტბის მიმდებარედ სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

სამი დღის განმავლობაში თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 21, 22 და 23 ივნისს იმართება. ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, რომელიც ლისის ტბის ასახვევიდან მარცხენა მხარეს მიუყვება ტბას, სატრანსპორტო შეზღუდვები იმოქმედებს დილის 10:00 საათიდან ღამის 01:00 საათამდე. „დროის აღნიშნულ […]

ალუდა ღუდუშაური – ბატონმა ვაშაძემ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა პირველ რიგში, საკუთარ თავს – ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა

ბატონმა ვაშაძემ თუ ვინმეს მიაყენა შეურაცხყოფა პირველ რიგში, საკუთარ თავს – ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთქმელზე უფრო მეტი გაიგო ადამიანმა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა. როგორც ღუდუშაური აღნიშნავს, „ვაშაძისგან და მისნაირებისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს“. „კორექტურად […]

ოთარ შამუგია – წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი […]

ვახტანგ მეგრელიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ პაკეტზე – სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ქირურგს ვსჯით?

სამედიცინო მანიპულაციების აკრძალვა რას გულისხმობს? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს ეკრძალება კოსმეტიკური ოპერაციისთვის სამედიცინო დახმარების თხოვნა? ქირურგს ვსჯით [ოპერაციისთვის]? შეიძლება კოსმეტიკური ოპერაციები ავკრძალოთ? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. მეგრელიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ […]

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა ფრუნსკიენს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა ფრუნსკიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ოფისში გაიმართა. „მხარეებმა შეხვედრაზე კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიები და საერთო გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას დაეთმო. სწორედ ამ მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ლიეტუვის […]

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

იგერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა. გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა […]