საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ
საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ აშშ-ის ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო […]
გივი მიქანაძე – 17 მაისს, მთელ ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა – კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს დაიწყო, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნისა და ინტერესების დაცვაა

17 მაისს, მთელ ქვეყანაში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოვიდა – კანონპროექტი, [ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ] რომლის განხილვაც დღეს დაიწყო, სწორედ ამ ადამიანების მოთხოვნისა და ინტერესების დაცვაა,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტი […]
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ოფისში გაიმართა. „მხარეებმა შეხვედრაზე კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიები და საერთო გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას დაეთმო. სწორედ ამ მიზნით, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ლიეტუვის […]
გურამ მაჭარაშვილი – ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი

ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს კომპლექსები აქვს. „მე პირადად მივესალმები, რომ ვაშაძე იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, იმიტომ, […]
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: არავითარი კლანი არ არსებობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებაზე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმის შესახებ, რომ სისტემაში გავლენიანი გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლოს აკონტროლებს: „არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს […]
ქართველმა მაშველებმა ფხვენისში იპოვეს ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქართველმა მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, ჯერ გვამის იდენტიფიცირება არ მომხდარა. სოფელი ფხვენისი, სადაც ცხედარი იპოვეს, ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრით არის დაშორებული. მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა […]
ჩეხეთი ძალიან რთული მეტოქეა, არაფრის შანსს არ აძლევს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას უნდა აძლევდეს
ჩეხეთი ძალიან რთული მეტოქეა, არაფრის შანსს არ აძლევს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას უნდა აძლევდეს „ძალიან რთული მეტოქე გვყავს ჩეხეთის სახით. თან მათთან აქამდე შეხვედრა არ გვქონია. ასეთი შემტევი ნაკრები ერთი-ორი თუ არის ევროპის ჩემპიონატზე. გამართულია ტაქტიკურად და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ისეთი, არაფრის შანსს რომ არ აძლევენ მოწინააღმდეგეს.“ – ამის შესახებ მედიასთან […]
მე- 9 სურვილია კაიფში არ გავიპარო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდება – ვიკა ბუკია

მე- 9 სურვილია კაიფში არ გავიპარო მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდება – ვიკა ბუკია ტელეწამყვან ვიკა ბუკიას პოლიტიკური სურვილები 2024 წელს.~ “1. საქართველო გადის ჯგუფიდან 2. ქოცები აგებენ არჩევნებს 3. რუსული კანონი უქმდება 4. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ხსნის 5. პუტინს ამნეზია ემართება და მარტო კასპი ახსოვს 6. უკრაინა თავისუფალია და გამარჯვებული 7. ბიძინას […]
„გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი
„გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე, დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით სარგებლობს ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი – ნაიჯელ ფარაჯი „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს. „ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხი ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამიზნული გამანადგურებელი სიჩქარით რომ უახლოვდება, ამაზე უკვე მოგახსენეთ. მაგრამ, არჩევნების შემდეგ რიში სუნაკის […]
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი ავტორიტარული სახელმწიფოების დაახლოებას აჩვენებს – სტოლტენბერგი

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული თავდაცვითი პაქტი აჩვენებს ავტორიტარული სახელმწიფოების მზარდ დაახლოებას და დემოკრატიების მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენენ ერთიან ფრონტს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ფედერაციას „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა“ მიაწოდა, ხოლო ჩინეთი და ირანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში უჭერენ მხარს. „ჩვენ უნდა […]