დანიელ ჰაგარი – „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა – „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია. „ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ […]

ძველი პირადობები 1-ელი ივლისიდან უქმდება – რამდენმა ადამიანმა შეცვლა ლამინირებული ID?

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება. იუსტიციის სამინისტრომ არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლება 2024 წლის 15 მარტიდან დაიწყო. სახელმწიფო სერვისების […]

მამუკა ხაზარაძე – „გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა – პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა

„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია“. „გავრილოვის ღამით” დაიწყო “ქართული ოცნების” ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან […]

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს

სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში – China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, […]

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. „ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, – ნათქვამია განცხადებაში. სანქციების მე-14 პაკეტს ევროკავშირის […]

„ლელო“ ინიციატივით, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ექსპერტებსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს

პარტია „ლელო საქართველოსთვის” მოწვევით ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ექსპერტებსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ანაკლიის პროექტის ავტორები, პარტია “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, პარტიის საპარლამენტო მდივან, ლანა გალდავასთან ერთად, ანაკლიის განვითარების სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენენ. შეხვედრა- დისკუსიაში მონაწილეობენ უსაფრთხოების ექსპერტები, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების […]

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. დღესვე ცვლილებების განხილვა დაგეგმილია […]

საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს

საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს „ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაა „ხვალინდელი დღის“ პოლიტიკა“, რომელიც თავისთავად ალაგებს პოლიტიკურ პროცესებს. როდესაც ხარ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ხარ სუვერენული. სწორედ ამიტომ აღიზიანებს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ზოგს.“– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, საქართველომ მომავლის გრძელვადიანი პოლიტიკით დაიწყო ცხოვრება და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. […]

გრემ პოტერი პრემიერლიგას უბრუნდება

გრემ პოტერი პრემიერლიგას უბრუნდება ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტი გრემ პოტერი პრემიერლიგას უბრუნდება და მალე “ლესტერის” მთავარი მწვრთნელი გახდება. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თითქმის ყველა დეტალი მოგვარებულია და წესით, შეთანხმებას წინ აღარაფერი დაუდგება. “მელიებს” გასულ სეზონში ენცო მარესკა ავარჯიშებდა, რომელმაც “ჩელსიში” გადაინაცვლა. სწორედ “ჩელსი” იყო პოტერის ბოლო სამუშაო, საიდანაც 2023 წელს დაითხოვეს.

როდის ექნება საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფცია? – ლევან დავითაშვილის პასუხი

საქართველოს ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციაზე მუშაობა, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევარში დასრულდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. კონცეფციის შემუშავების, ასევე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში გენგეგმების დამტკიცების გაჭიანურების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკითხი კომპლექსურია. მისი თქმით, ერთ-ორ წელიწადში მნიშვნელოვან ადგილებზე უკვე იქნება გენგეგმები. ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა გაიზარდოს შესაძლებლობები როგორც ცენტრალურ, ისე […]