ბაქო სომხეთთან საზღვარს ხაზავს, თუმცა, მშვიდობის პირობას არ იძლევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმაზე, რასაც მან ხოჯალის გენოციდი უწოდა. “სომხეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მხოლოდ ამით შეუძლია ოდნავ მაინც ჩამოირეცხოს ამ ველურობის, ვანდალობისა და სისხლიანი ცოდვები. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ვფიქრობ, რომ თავად სომხეთი ვერასოდეს დადგება ფეხზე” – თქვა მან ხოჯალის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბლოგერებისა და ტელეგრამ არხების […]
აშშ-ს ელჩმა, დანიგანმა გადაკვეთა წითელი ხაზი – ხალხის ძალის განცხადება

“თუ აქამდე ახალი ელჩი მეტნაკლებად ცდილობდა, პოლიტიკური ლავირება მოეხდინა და არ შეხებოდა ისეთ თემებს, რაც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ამჯერად ეს წითელი ხაზი მანაც გადაკვეთა” – ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები, მოძრაობა ხალხის ძალის წევრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს მიმართავენ. “გუშინ ჩვენი “სტრატეგიული მეგობრის”, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა რობინ დანიგანმა პირველი […]
ანტი-ლგბტ კანონს 1-ლი მოსმენით მხარი პარლამენტის 4-მა კომიტეტმა დაუჭირა

პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონპროექტი 1-ლი მოსმენით განიხილეს. ანტი-ლგბტ კანონს მხარი ოთხივე კომიტეტმა დაუჭირა. ეს კომიტეტებია: ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის. კანონპროექტს 1-ლი მოსმენით დღეს, 20 ივნისს, წამყვან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი […]
რუსეთმა და ვიეტნამმა ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

კორპორაცია „როსატომმა“ და ვიეტნამის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ვიეტნამის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ გენერალური დირექტორი ალექსეი ევგენიევიჩ ლიხაჩოვი და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრ ჰუინ ტანჰ დატი ცვლიან მემორანდუმს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობის […]
22 ივნისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მომდევნო დღეებში შესაძლოა, ამინდი გაუარესდეს. „20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინი ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა

19 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიეტნამში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. პუტინი ვიეტნამის კომუნისტ ლიდერებს, მათ შორის ვიეტნამის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტო ლამს შეხვდა. შეხვედრა ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიში შედგა. შეხვედრისას ტო ლამმა პუტინს არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა. მან ასევე შეაქო რუსეთის პოლიტიკური მიღწევები, მათ შორის “შიდა პოლიტიკური სტაბილურობა”. “კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამხანაგს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტურ […]
“გუშინ დილით გავიდა სახლიდან, არავის უნახავს” – პროფესორ გიორგი გახელაძეს მე-2 დღეა, ეძებენ

ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. “ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ. გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ. უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა […]
არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გიზო უბილავა

არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, თუნდაც ზეწოლა, ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი აღნიშნულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა მის სამოსამართლო საქმიანობაში ვინმეს მხრიდან ხომ არ განხორციელებულა რაიმე ტიპის ზემოქმედება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში […]
ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის
ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს აშშ-ში მექსიკის გავლით შესვლა არ უნდა უწევდეთ. „ქართველ ხალხს ამერიკაში მექსიკიდან სიარული არ უნდა უწევდეს. შეიძლება, ქართველ პოლიტიკოსებს მექსიკიდან შესასვლელადაც არაფერი შველოდეთ, მაგრამ ქართველი ხალხის მიმართ სწორი […]
“კორპორაციულ მდგრადობა – ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია“ – “აჭარისწყალი ჯორჯია“

“აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბჰატი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კორპორაციული მდგრადობა, მათი დნმ-ის ნაწილია. მისი ინფორმაციით, “აჭარისწყალი ჯორჯია” ნორვეგიული კომპანია Clean energy invest-ისა და ინდური, Tata power group -ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს საქართველოში. აღნიშნული, საქართველოს შიდა ელექტროენერგიის მოთხოვნილების 4-5%-ს აკმაყოფილებს. […]