როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

21 ივნისს ქუთაისში +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს […]
სად და რამდენი ხნით იზღუდება მოძრაობა

დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების გამო, სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის […]
რა განაპირობებს საქართველოში თხილის არასტაბილურ წარმოებას და დაბალ მოსავლიანობას

საქართველოში თხილის წარმოება არასტაბილურია, მოსავლიანობა კი დაბალია – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმოხილვაში წერია. საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 45 ათასამდე ჰექტარია ოფიციალურ 58.8 კადასტრით, ხოლო „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიხედვით, თხილი 70-72 ათას ჰექტრამდეა გაშენებული. საქართველოს თხილის სექტორში არის ძალიან მაღალი ფრაგმენტაცია: · თხილის ბაღების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა […]
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო

,,საქკაბელი’’, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, ინოვაციების დანერგვასა და საწარმოო ხაზის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი – ბრონირებული კაბელი წარადგინა. ბრონირებულ NAYBY კაბელს გამძლეობა გამოარჩევს. წარმოების პროცესში გამოყენებული ორმაგი გალვანიზებული ფოლადის/ალუმინის ბრონი უზრუნველყოფს კაბელის მედეგობას მაღალი მექანიკური დატვირთვის წერტილებში, როგორებიცაა: მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბები, მაგისტრალები, სადინრები და სხვ. გარდა ამისა, აღნიშნული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის სოფლებს, ასევე, დიდ დიღომს შეეხება. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. „ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივნისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს […]
კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო რაიონებზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში, მათ შორის დაბა ილსკიში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანა. კრასნოდარის რეგიონის ოპერატიული შტაბის თანახმად, ინფორმაცია ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ 21 ივნისს, 04:00 საათზე მიიღეს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა საწარმოს ორი თანამშრომელი, დაზიანებულია ქარხნის ადმინისტრაციული შენობები […]
პენტაგონი – როდესაც რუსული ჯარები ცეცხლს საზღვრის მიღმა ტერიტორიიდან ხსნიან, უკრაინას შეუძლია უპასუხოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული საბრძოლო მასალის გამოყენებით

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია გამოიყენოს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე დარტყმის განსახორციელებლად და არა მხოლოდ იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხარკოვის ოლქის მახლობლად მდებარეობს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა. ”საპასუხო სროლის უნარი არის ის, რისკენაც ეს პოლიტიკაა მიმართული. როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ჯარები […]
აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი – ვლადიმერ პუტინის განცხადება ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოუდგენლად შემაშფოთებელია.

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის რუსული იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს. „წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ამან, შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა. მისივე თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებამ ასევე შეიძლება დაარღვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებსაც თავად რუსეთმა დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, […]
რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. „21 ივნისის ღამეს, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად, დაფიქსირდა კრასნოდარში მდებარე ავტოსადგურის შენობისა და საქვაბე ოთახის დაზიანება. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი […]
ფანტასტიკური დონარუმა – ესპანეთმა იტალიას მხოლოდ 1:0 სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ესპანეთმა იტალია 1:0 დაამარცხა და ვადამდე გავიდა პლეი-ოფში. „ფურია როხა“ ინიციატივას ფლობდა, უტევდა, მეტოქეს გაცილებით სჯობდა, მეკარე დონარუმამ „სკუადრა აძურა“ რამდენიმეჯერ იხსნა, შესვენების შემდეგ კი უილიამსის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კალაფიორიმ ჩაჭრა. მერე უილიამსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დონარუმამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ბოლოს თავადაც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, […]