მეტრო ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდნილი მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა, რის გამოც, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა. მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, “ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“. ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
“გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე” – ოჯახი

“გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე”, – ამის შესახებ დაკარგული პროფესორის ძმა, ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში წერს: გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით. მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან […]
მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
“GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით მისცა” – “ფლანგვის დეტექტორი”

GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით მისცა – ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” წერს. ოთხი დღეა, თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2017 წელს ქონების სააგენტომ 7,885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა, ხოლო ხელშეკრულებაში მკაცრად არ განსაზღვრა […]
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივნისს – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8071 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0045 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0151 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0106 ლარი შეადგინა.
ვინ ვერ შეძლებს 1-ელი ივლისიდან მატარებლით მგზავრობას – გაფრთხილება მგზავრებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს ცვლილებების შესახებ აფრთხილებს: „ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ელი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით მატარებლით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები ე.წ ID ბარათები უნდა წარადგინოთ,“ – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობი დონალდ საზერლენდი გარდაიცვალა

კანადელი მსახიობი დონალდ საზერლენდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ საზერლენდი ხუთშაბათს მაიამიში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 2018 წელს დონალდ საზერლენდმა საპატიო ოსკარი მიიღო კინემატოგრაფში დამსახურებისთვის.
მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია. „ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“. ადგილზე შესაბამისი სამსხურები არიან მობილიზებული.
ვლადიმერ პუტინი – სამხრეთ კორეის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დიდი შეცდომა იქნება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხრეთ კორეა დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს. „რაც შეეხება უკრაინის ომის ზონისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას, ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ასევე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მოეწონოს “, – განაცხადა პუტინმა. მისი […]
გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ მისცემთ საშუალებას ნეგატიურ აზრებსა თუ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში ქაოსი და შფოთი შეიტანოს. კურო გადადეთ სამომავლოდ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ თუ აუცილებლობა მოითხოვს, ყველა დეტალი კარგად გააანალიზეთ. ტყუპები დღეს, უკეთესი იქნება, თუ ზედმეტად არ იაქტიურებთ და დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს. კირჩხიბი შესაძლოა, დღეს, აგრესიულობამ და ემოციურმა არასტაბილურობამ არასასურველი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ, ამიტომ, სჯობს, რადიკალური […]